მსოფლიოში შობადობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გერმანიას აქვს

მსოფლიოში შობადობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გერმანიას აქვს. კვლევა ამის შესახებ "დოიჩე ველეს" ცნობით, გერმანიის აუდიტორულმა კომპანია BDO-მა და ჰამბურგის საერთაშორისო ეკონომიკის ინსტიტუტმა ჩაატარა. ანგარიშის მიხედვით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გერმანიაში საშუალოდ ყოველ 1000 მოსახლეზე 8,2 ბავშვი იბადება.

ამ მხრივ მეორე და მესამე ადგილას ევროპაში პორტუგალია და იტალიაა, ყოველ 1 000 მოსახლეზე 9,0 და 9,3 ბავშვით. ამასთან, კვლევის მიხედვით, შობადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აფრიკის კონტინენტზეა. დასავლეთ აფრიკული ქვეყანა ნიგერი ამ მხრივ მოწინავე პოზიციაზეა, სადაც ყოველ 1 000 მოსახლეზე 50 ახალშობილი მოდის.