„დოლარი აღარაფერს ეფუძნება, იმდენს დაბეჭდავენ, რამდენიც უნდათ“

აშშ დოლარი დღეისათვის მსოფლიოს ერთ-ერთ უმთავრეს ვალუტას წარმოადგენს, რომელზეც არაერთი ქვეყნის ეკონომიკა და სხვა ეროვნული ვალუტებია დამოკიდებული. მაგრამ საინტერესოა, თუ რას ეყრდნობა დოლარის სიმყარე და რითია მისი მდგრადობა დაზღვეული.

რაში მდგომარეობს აშშ დოლარის სიმყარე, გავლენები და სიძლიერე? რით არის დაზღვეული აშშ-ის ვალუტა? როგორც Vaulted.com წერს, არაფრით, საერთოდ არაფრით.

1971 წლამდე, აშშ დოლარი ოქროთი იყო დაზღვეული, რაც რეალურად აჩენდა ვალუტის მიმართ ნდობასა და სტაბილურობის განცდას, მაგრამ დღესდღეობით, დოლარს მხოლოდ ორი რამ აზღვევს - მთავრობის უნარი, რომ მიიღოს შემოსავლები ვალებისა და გადასახადების სახით და მისი უფლებამოსილება, რომ აიძულოს ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართული პირები, რომ ტრანზაქციები დოლარში აწარმოონ.

Vaulted.com-ის ინფორმაციით,1971 წელს, აშშ-ის იმ დროინდელმა პრეზიდენტმა ნიქსონმა, ოფიციალურად უარყო „ოქროს სტანდარტი“ და აშშ დოლარი ე.წ. Fiat ვალუტად აქცია. Fiat ლათინურად ნიშნავს „დაე მოხდეს“. აქედან გამომდინარე Fiat ვალუტა თავის ღირებულებას მთავრობის დადგენილებიდან იღებს და არა რაიმე ფიზიკური საქონლით.

აქედან გამომდინარე, ეს იმას ნიშნავს, რომ ირიბი მსჯელობით, აშშ-ის მთავრობას შეუძლია დაბეჭდოს იმდენი დოლარი და ფული, რამდენიც მთავრობის წევრებს ენდომებათ.

რა თქმა უნდა, ყველა ვალუტას უნდა ჰქონდეს მხარდაჭერა რაიმე რეალური ღირებულების მქონე საგნიდან, ან აქტივიდან.

ოქროს საკუთარი საბაზრო ღირებულება გააჩნია, რომელიც სრულიად დამოუკიდებელია ნებისმიერი კონტრაგენტისა და მთავრობისგან. ოქროს სტანდარტის მიხედვით, დოლარის ღირებულება პირდაპირ იყო დაკავშირებული რეზერვებში შენახული ოქროს რაოდენობასთან. არავის სჭირდებოდა ვალუტის ემიტენტის ნდობა, მათ უბრალოდ სჭირდებოდათ თავიანთი დოლარის ოქროზე გამოსყიდვა 1:1 თანაფარდობით.

აშშ-ის მთავრობა ამ დროისათვის იყენებს 4 მექანიზმს, რომელთა მეშვეობითაც ინარჩუნებს აშშ დოლარის გაცვლით ღირებულებას. ესენია - სამართლებრივი ტენდერის შესახებ არსებული კანონები, საბანკო სისტემის რეგულირება, მონეტალური პოლიტიკა და საერთაშორისო სავაჭრო ხელშეკრულებები.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მას შემდეგ, რაც 1971 წელს ოქროს სტანდარტი ამერიკაში აღარ გამოიყენებოდა, აშშ-მ საუდის არაბეთთან და ნავთობის მწარმოებელ სხვა ქვეყნებთნ ხელშეკრულება დადო, სადაც ისინი შეთანხმდნენ, რომ ნავთობი ექსკლუზიურად აშშ დოლარში გაიყიდებოდა, რის სანაცვლოდაც, აშშ ამ ქვეყნებს სამხედრო მხარდაჭერას გაუწევდა.

სწორედ აქედან დაიწყო დოლარის გლობალურ ვალუტად ჩამოყალიბება, რადგან ქვეყნებს აშშ დოლარი ნავთობის შესაძენად სჭირდებოდათ, ნავთობი კი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია საქონელია ნებისმიერი ეკონომიკისთვის.

აშშ-სა და საუდის არაბეთის დადებული ხელშეკრულება ნამდვილად ძალიან სარფიანი იყო აშშ-სთვის, მაგრამ 2023 წლის ბოლოს, საუდის არაბეთმა განაცხადა, რომ იგი წყვეტს აშშ დოლარის გამოყენებას ნავთობის ვაჭრობისთვის და ამიერიდან, იგი დოლარს ადგილობრივი ვალუტით ჩაანაცვლებს - წერს გამოცემა.

ბაჩანა ტყემალაძე