საერთაშორისო ვაჭრობის დონე შემცირდა

2015 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო ვაჭრობის დონე შემცირდა. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ინსტიტუტის მიხედვით, ამერიკული დოლარის ფასის მატებისა და ნავთობის ფასის კლების ფონზე, ვაჭრობის საერთო დონემ იკლო. "დიდი შვიდეულისა" და ბრიქს-ის წევრ ქვეყნებში ეკონომიკური მაჩვენებლები 2015 წლის პირველ კვარტალში დაეცა.

ექსპორტის და იმპორტის დონე წინა კვარტალთან შედარებით 7,1 და 9,5 პროცენტით შემცირდა. აღნიშნული მაჩვენებლები დაეცა აშშ-სა და კანადაშიც. რაც შეეხება იაპონიას, ამ ქვეყანაში იმპორტისა და ექსპორტის მაჩვენებლების მნიშვნელოვანი კლება არ დაფიქსირებულა. ევროპის კონტინეტზე კი კლება დაფიქსირდა გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, იტალიასა და საფრანგეთშიც. ექსპორტისა და იმპორტის კლება განიცადა ჩინეთმა და ინდოეთმაც. რაც შეეხება რუსეთს, ექსპორტისა და იმპორტის მაჩვენებელმა 2009 წლის პირველი კვარტლის შემდეგ ამ ქვეყანაში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია.