რომელ ქუჩებს მოიცავს 10 სატრანსპორტო დერეფანი, სადაც 18-მეტრიანი ავტობუსები ივლიან

2 მარტიდან 18-მეტრიანმა ავტობუსებმა კიდევ ერთ ახალ მარშრუტზე დაიწყეს მოძრაობა. კერძოდ, N308 მარშრუტზე, რომელიც გლდანის ტბას და ბარათაშვილის ძეგლის (მოპირდაპირედ) ტერიტორიაზე მოძრაობს და 47 გაჩერება აქვს.

ცნობისთვის, ახალი ავტობუსები უკვე ემსახურებიან N302-ის მგზავრებს, რომელიც უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის და დიდი დიღომი IV მ/რ #6-ის (მოპირდაპირედ) მიმართულებით მოძრაობს.

ამასთან, მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ცნობით, ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსები უახლოეს დღეებში გავა ასევე N314-სა (მოძრაობს დიდი დიღომი IV მ/რ #6-ს და ბარათაშვილის ძეგლს (მოპირდაპირედ) შორის) და N301-ზე (ქვედა მელითონეთა დასახლებას და პოლიტკოვსკაიას ქუჩა #16-ს შორის).

თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, უახლოეს თვეებში დედაქალაქში დამატებით შემოვა 18-მეტრიანი 110 ერთეული ავტობუსი. ისინი ათ ძირითად სატრანზიტო დერეფანზე გადანაწილდებიან. ეს დერეფნებია:

  • I დერეფანი: ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა, ვაჟა-ფშაველას გამზირი, ჭავჭავაძის გამზირი, რუსთაველის გამზირი, გორგასლის ქუჩა, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი;
  • II დერეფანი: უნივერსიტეტის ქუჩა, ვაჟა-ფშაველას გამზირი, პეკინის გამზირი, რუსთაველის გამზირი, გორგასალის ქუჩა, მოსკოვის გამზირი;
  • III დერეფანი: თამარაშვილის ქუჩა, ჭავჭავაძის გამზირი, რუსთაველის გამზირი, ქეთევან დედოფლის გამზირი, მოსკოვის გამზირი;
  • IV დერეფანი: ჭავჭავაძის გამზირი, თამარ მეფის გამზირი, დადიანის ქუჩა, ხიზანიშვილის ქუჩა;
  • V დერეფანი: ვაჟა-ფშაველას გამზირი, პეკინის გამზირი, რუსთაველის გამზირი, ქეთევან დედოფლის გამზირი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი;
  • VI დერეფანი: უნივერსიტეტის ქუჩა, რუსთაველის გამზირი, ქეთევან დედოფლის გამზირი, ჯავახეთის ქუჩა, კუპრაძის ქუჩა;
  • VII დერეფანი: ხიზანიშვილის ქუჩა, გურამიშვილის გამზირი, წერეთლის გამზირი, რუსთაველის გამზირი, გორგასალის ქუჩა, ჯავახეთის ქუჩა, კუპრაძის ქუჩა;
  • VIII დერეფანი: დემეტრე თავდადებულის ქუჩა, მირიან მეფის ქუჩა, ლუბლიანას ქუჩა, წერეთლის გამზირი, სადგურის მოედანი;
  • IX დერეფანი: დემეტრე თავდადებულის ქუჩა, მირიან მეფის ქუჩა, ლუბლიანას ქუჩა, მარშალ გელოვანის გამზირი, ვაჟა-ფშაველას გამზირი, უნივერსიტეტის ქუჩა;
  • X დერეფანი: ხიზანიშვილის ქუჩა, ლუბლიანას ქუჩა, მარშალ გელოვანის გამზირი, ვაჟა-ფშაველას გამზირი, ქავთარაძის ქუჩა, უნივერსიტეტის ქუჩა.

თაია არდოტელი