ბიტკოინის ღირებულებამ 65 ათას დოლარს გადააჭარბა

ბიტკოინის ღირებულება ზრდას განაგრძობს. უკანასკნელი მონაცემებით, ცნობილი კრიპტოვალუტის ღირებულება 65 ათას დოლარს გადასცდა, რაც 2021 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

2021 წლის ნოემბერში ბიტკოინის მაქსიმალური ღირებულება 69 ათას დოლარს შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ბიტკოინის ღირებულების ზრდამ უკვე 27% შეადგინა.

თბილისის დროით 15:00 სააათისთვის ბიტკოინის ღირებულება 65 111 ათას დოლარს შეადგენს.

ეკა დარჩიაშვილი