”ლამბორგინი” 2018 წელს საკუთარ SUV-ს გამოუშვებს

იტალიური ავტოკონცერნი ”ლამბორგინი” 2018 წელს საკუთარი წარმოების SUV-ს გამოუშვებს.

”ახალი ”ლამბორგინი” პრაქტიკული ტიპის, ყოველდღიური მოხმარების მანქანა იქნება”, - აღნიშნა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა შტეფან ვინკელმანმა. მისივე თქმით, კომპანია ”ულტრაპრემიუმის” კლასის SUV-ის შექმნას გეგმავს, რომელიც გაყიდვაში Urus-ის სახელწოდებით გამოვა. სერიული მოდელი, სავარაუდოდ, თანაკონცერნელი Audi Q7-ის პლატფორმაზე აეწყობა.

ამ ეტაპზე უცნობია ახალი ”ლამბორგინის” ტექნიკური მახასიათებლები, თუმცა ცნობილია მისი მიზნობრივი ბაზარი - არსებული ინფორმაციით, ეს იქნება აშშ-ი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი და ახლო აღმოსავლეთი. კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, ყოველწლიურად დაახლოებით 3 ათასი SUV-ის გამოშვება იგეგმება.

ეს იქნება ”ლამბორგინის” პირველი SUV იმ უაღრესად წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, რომელიც 1986 წლით თარიღდება და რომელსაც LM002 ერქვა.

2018 წლისთვის ასევე დაგეგმილია ”რენჯ როვერის” ელექტრონული კროსოვერის Audi Q6-ის ბაზარზე გამოჩენა.