გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ზურაბ აზარაშვილმა, ფაქტობრივად, აღიარა ის, რომ „იმ კორუფციულ ბუდეს მოწყვიტეს, რომელშიც თვითონაც იყო ჩართული“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული მდივნის, გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა, ფაქტობრივად, აღიარა ის, რომ „იმ კორუფციულ ბუდეს მოწყვიტეს, რომელშიც თვითონაც იყო ჩართული“.

„რეალურად ივანიშვილის პარტიის მთავრობა წარმოადგენს ერთ დიდ კორუფციულ კლანს, რომელშიც მორიგეობით მოღვაწეობენ ადამიანები. ვიღაცა გამდიდრდება, მერე იმას გვერდზე გაწევენ, მერე ახალ გასამდიდრებელ ადამიანს შემოწევენ, მაგრამ რეალურად რაც ხდება ქვეყანაში, ხელისუფლების ქმედებები ერთი რამისკენ არის მიმართული - გააღარიბონ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა", - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.