დარგები, სადაც მისო-ებმა ყველაზე მეტი სესხი გასცეს

2023 წელს, წინა წელთან შედარებით, საქართველოში მოქმედი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წმინდა მოგება 11,6 მლნ ლარით გაიზარდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, გასულ წელს მისო-ების წმინდა მოგებამ 125,326 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო, 2022 წელს - 113,685 მლნ.

ამასთან, სებ-ის მონაცემებით, შარშან მისო-ების მთლიანმა საპროცენტო შემოსავალმა 432,300 მლნ ლარი შეადგინა. აქედან, ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხებიდან, სექტორის საპროცენტო შემოსავალმა 382,159 მლნ ლარი, იურიდიულ პირებზე გაცემული სესხებიდან კი 5,725 მლნ ლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, გასულ წელს მისოებმა ჯამში 1,703 მლრდ ლარის სესხი გასცეს, აქედან 1,677 მლრდ ლარი ფიზიკურ, ხოლო 25,607 მლნ ლარი იურიდიულ პირებზე.

რაც შეეხება დარგებს, სადაც 2023 წელის მდგომარეობით, ყველაზე მეტი სესხი გაიცა, ასე გამოიყურება:

  • ლომბარდი - 830,844 მლნ ლარი
  • სამომხმარებლო სესხი - 493,771 მლნ ლარი
  • ვაჭრობა და მომსახურება - 181,879 მლნ ლარი
  • სოფლის მეურნეობა - 109,170 ლარი
  • განვადება - 53,678 მლნ ლარი
ნინი ქეთელაური