2023 წლის მეოთხე კვარტლის მდგომარეობით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა. ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მისო-ების ანგარიშგების მიხედვით, 2023 წლის მეოთხე კვარტალში 34 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ჯამში 4 474 ადამიანს ასაქმებდა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 36 მისო-ში 4 323 ადამიანი მუშაობდა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2023 წლის მეოთხე კვარტალში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 396-დან 398-მდე გაიზარდა მისო-ების ფილიალებისა და სერვის-ცენტრების რაოდენობა.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ Top-10 მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, რომელიც ყველზე მეტ ადამიანს ასაქმებს: