როგორ ავიცილოთ თავიდან Facebook-ის გათიშვის გამო ჩვენს პროფაილზე უცხო პირის დაშვება?

სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი instagram-ი და Facebook-ი 5 მარტს 2 სა­ათ­ზე მეტი დრო­ით გა­ი­თი­შა. Facebook-ის მი­ლი­ო­ნო­ბით მომ­ხმა­რე­ბე­ლი ვერ ახერ­ხდებ­და სა­კუ­თარ ან­გა­რიშ­ზე შეს­ვლას, რად­გან სის­ტე­მა წერ­და, რომ "არას­წო­რი პა­რო­ლი" შეჰ­ყავ­დათ.

რო­გორც სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის მფლო­ბე­ლი კომ­პა­ნია META გან­მარ­ტავს, ეს გა­მო­იწ­ვია "კონ­ფი­გუ­რა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბის ავ­ტო­მა­ტი­ზე­ბულ­მა სის­ტე­მამ და სის­ტე­მა­ში არ­სე­ბულ­მა ხარ­ვეზ­მა".

"ფე­ის­ბუ­ქი გა­თი­შუ­ლი იყო და­ახ­ლო­ე­ბით 2,5 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში. ეს ყვე­ლა­ზე უა­რე­სი გა­თიშ­ვაა, რაც კი გვქო­ნია ბოლო 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. კონ­ფი­გუ­რა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბის ავ­ტო­მა­ტი­ზე­ბულ­მა სის­ტე­მამ გა­ცი­ლე­ბით მეტი ზი­ა­ნი გა­მო­იწ­ვია, ვიდ­რე და­ა­ფიქ­სი­რა. ამ სის­ტე­მის მი­ზა­ნია, შე­ა­მოწ­მოს კონ­ფი­გუ­რა­ცია და იპო­ვოს ხარ­ვე­ზე­ბი. ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში, სის­ტე­მამ არ იმუ­შა­ვა. ამ ყვე­ლაფ­რის შე­ჩე­რე­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლი პრო­ცე­სი იყო. სა­ჭი­რო გახ­და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის გა­მორ­თვა. შემ­დეგ კი ნელ-ნელა და­ვუშ­ვით ადა­მი­ა­ნე­ბი სა­იტ­ზე," - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

გუშინდელი გათიშვის მერე, არაერთი მომხმარებელი წერდა, რომ მათ სხვა პირების პროფაილზე მიიღეს წვდომა.

კიბერუსაფრთხოების ექსპერტი ანდრო გოცირიძე, მოქალაქეებს ურჩევს, თუ როგორ გადაამოწმონ და აიცილონ თავიდან საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდებზე უცხო პირების დაშვება.

„ფეისბუკზე წვდომა ხარვეზით აღდგა, ისე, რომ დამახსოვრებულ პროფაილებში (მარტივად, დამახსოვრებული პაროლით შესვლის ფუნქცია თქვენს კომპიუტერში ან ტელეფონზე) შეიძლება უცხო ადამიანის პროფაილი გამოჩნდეს, სადაც უპრობლემოდ შეხვალთ პაროლისა და ორმაგი ავტორიზაციის გარეშე. სავარაუდოა, რომ თქვენი პროფაილიც ასევე "გამოუჩნდა" ვიღაცას და მარტივად მიიღო წვდომა. არის სხვა სისუსტეებიც. მაგალითად, ჩემ პროფაილზე წვდომა აღდგა ორი წლის წინ შეცვლილი ტელეფონიდან.

არასანქცირებული წვდომის თავიდან ასაცილებლად, შედით password and security ბლოკში, დაათვალიერეთ where you’re logged in დევაისები (იმ ტელეფონების და კომპიუტერების ჩამონათვალი, რომლებშიც ამ მომენტში, გახსნილია თქვენი ფეისბუქი) და ამოშალეთ ყველა დევაისი, რომელსაც არ გინდათ ჰქონდეს წვდომა.

ასევე, გადაამოწმეთ, ისევ არის თუ არა მონიშნული ორმაგი ავტორიზაციის მოთხოვნა სეთინგებში და მთლად "საკონტროლო გასროლისთვის" შეცვალეთ პაროლიც, რის შემდეგაც არ დაგავიწყდეთ "ყველა ხელსაწყოზე სესიის დასრულების" მონიშვნა.

თუ რაიმე ვერ ავხსენი მარტივად, მომწერეთ: ადამიანები ვართ და არაფერი ადამიანური არ არის უცხო, ყველას გვაქვს რაღაც ისეთი სოცქსელში, რაც არ გვინდა, რომ სხვამ ნახოს,“- ამბობს ანდრო გოცირიძე.