საქართველოში წელს იმპორტირებული კოსმეტიკური საშუალებების 24% ფრანგული, ხოლო 9% რუსულია

საქართველოში წელს იმპორტირებული კოსმეტიკური საშუალებების 24% ფრანგული, ხოლო 9% რუსულია. აღნიშნულს მოწმობს საქსტატის მონაცემები, რომლის მიხედვითაც წელს, ერთ თვეში საქართველოში 4,443 მლნ აშშ დოლარის კოსმეტიკური და თავის მოვლის საშუალებები შემოვიდა, რაც 719 ათასი აშშ დოლარით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. 2023 წლის იანვარში კოსმეტიკის იმპორტმა 5,162 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ამავე მონაცემების მიხედვით, წელს, ყველაზე მეტი პროდუქცია შემოვიდა საფრანგეთიდან, რომელზეც მთლიანი იმპორტის 24% მოდის, შემდეგია, ბელგია 14%-ით და რუსეთი 9%-ით.

უფრო კონკრეტულად, გთავაზობთ ტოპ-5 ქვეყანას, საიდანაც წელს კოსმეტიკური და თავის მოვლის საშუალებები შემოვიდა:

  • საფრანგეთი - 1,053 მლნ აშშ დოლარი
  • ბელგია - 629.9 ათასი აშშ დოლარი
  • რუსეთი - 379.9 ათასი აშშ დოლარი
  • პოლონეთი - 283.1 ათასი აშშ დოლარი
  • გაერთიანებული სამეფო - 269.5 ათასი აშშ დოლარი
ნინი ქეთელაური