ორ თვეში რუსეთიდან მზესუმზირის ზეთის ექსპორტი 30%-ით გაიზარდა

მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში რუსეთიდან მზესუმზირის ზეთის ექსპორტი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის, 30%-ით გაიზარდა და მან 850 ათას ტონას გადააჭარბა. ამის შესახებ „აგროინვესტორს“ ზეთისა და ცხიმპროდუქტების კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა, მიხაილ მალცევმა განუცხადა.

მისი პროგნოზით, ზეთის წარმოება სეზონის ბოლომდე მაღალი იქნება, ხოლო მსოფლიო ბაზარზე მიწოდების ყოველთვიური მოცულობა, დაახლოებით, 500 ათასი ტონას შეადენს.

„მზესუმზირის ზეთზე მსოფლიო ფასები დაბალ დონეზეა. უკრაინიდან გაყიდვები რეკორდული ტემპითა და მნიშვნელოვანი ფასდაკლებით მიმდინარეობს, რაც შავი ზღვის აუზში ფასებზე ზეწოლას ახდენს. კერძოდ, თებერვლის საშუალო საექსპორტო ფასმა ტონაზე, დაახლოებით, 780 დოლარი, თუმცა იანვარში 800 დოლარზე ოდნავ მეტი შეადგინა,“ - აცხადებს მალცევი.

მას OilWord-ის პროგნოზი მოჰყავს, რომლის მიხედვითაც, სეზონის მეორე ნახევარში უკრაინასა და არგენტინაში მზესუმზირის გადამუშავება შემცირდება. შესაბამისად, შემცირდება ექსპორტის მოცულობაც, რამაც შესაძლოა, ბაზარს ხელი შეუწყოს. თუმცა ამჟამად მზესუმზირის ზეთი სხვა ზეთებთან მიმართ მეტად იაფად არის შეფასებული.

OleoScope-ის ანალიტიკოსი, კირილ ლოზოვოი ამბობს, რომ მზესუმზირის ზეთის მსოფლიო ფასები დაბალ დონეზეა და პროდუქტის ჭარბი მიწოდების გამო მთელი თებერვლის განმავლობაში, ზოგადად, მცირდებოდა.

„რუსეთში წარმოების მოცულობა რეკორდული ტემპებით იზრდება, ასევე, მასიურია გაყიდვები უკრაინიდან სერიოზული ფასდაკლებით. ამასთან, შავი ზღვის რეგიონში მზესუმზირის ზეთის მარაგი დიდია. ამ ყველაფრის გამო რუსმა ექსპორტიორებმა მიწოდების ფასები გასული თვის ბოლოსთვის ტონაზე 750-770 დოლარამდე შეამცირეს,“ - აცხადებს ლოზოვოი.

მისი თქმით, საშუალოვადიან პერსპექტივაში ბაზარმა შესაძლოა, მხარი დაუჭიროს უკრაინაში სეზონის მეორე ნახევრისთვის მზესუმზირის გადამუშავების მოსალოდნელ შემცირებას, თუმცა ამჟამად მზესუმზირის ზეთი, სხვა ზეთებთან შედარებით, სერიოზული ფასდაკლებით იყიდება.

OleoScope-ის მონაცემებით, 2023/24 წლების სეზონის დასაწყისიდან რუსეთმა საზღვარგარეთ უკვე 1,8 მილიონ ტონაზე მეტი მზესუმზირის ზეთი გაიტანა, მაშინ, როცა გასულ სასოფლო-სამეურნეო წლის ანალოგიური პერიოდში 1,48 მილიონი ტონა იქნა ექსპორტირებული. ძირითადი მოცულობები ინდოეთში (460 ათასი ტონა), ჩინეთსა (395 ათასი ტონა) და ეგვიპტეში (253 ათასი ტონა) გაიგზავნა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ