საქართველოს სავალუტო რეზერვები შემცირდა

2024 წლის თებერვალში საქართველოს საერთაშორისო და შესაბამისად, სავალუტო რეზერვები შემცირდა. ერთთვიან ჭრილში საერთაშორისო რეზერვები 106.8 მლნ დოლარით შემცირდა. საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, თებერვალში რეზერვების მოცულობა 4,746 მლრდ დოლარს შეადგენდა, მაშინ, როცა 31 იანვრის მდგომარეობით 4.853 მლრდ დოლარი იყო.

ამასთან, ერთთვიან ჭრილში 91.066 მლნ დოლარით შემცირდა სავალუტო რეზერვების მოცულობაც. კერძოდ, 2024 წლის იანვარში სებ-ის სავალუტო რეზერვები შეადგენდა 4.386 მლრდ დოლარს, თებერვალში კი 4.295 მლრდ დოლარს.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის თებერვლის სტატისტიკით სებ-ს სავალუტო რეზერვების დიდი ნაწილი - 3.590 მლრდ დოლარი ფასიან ქაღალდებში აქვს განთავსებული, ნაღდი ფულის სახით კი 704.9 მლნ დოლარს ინახავს.

ცნობისათვის, საქართველოს ეროვნული ბანკი სახსრებს ოქროს სახით არ ინახავს.