საბავშვო ტექნიკაზე "ტექნო ბუმში" ფასები ნახევრდება

"ტექნო ბუმში" ბავშვებისთვის საოცნებო ტექნიკაზე ფასები ნახევრდება. კომპანიის ინფორმაციით, ”ტექნო ბუმი” ბავშვთა დაცვის საერთაშორისი დღესთან დაკავშირებით მომხმარებელს პლანშეტურ კომპიუტერებსა და სმარტფონებზე 50%-იან ფასდაკლებას სთავაზობს.

მათივე ცნობით, "ტექნო ბუმის" ყველა ცენტრში მთელი საქართველოს მასშტაბით, ბავშვებისთვის ყველაზე სასურველ და მოთხოვნად ტექნიკას - პლანშეტებსა და სმარტფონებს მათი მშობლები განახევრებულ ფასად შეიძენენ.  "ტექნო ბუმი" ყველა ბავშვს ულოცავს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და მხოლოდ ერთი დღით, სპეციალურად თქვენთვის პლანშეტებსა და სმარტფონებზე ფასები განახევრდება. მშობლებს ვურჩევთ, რომ გამოიყენონ ეს შანსი "ტექნო ბუმისგან", გაახარონ მათი შვილები და შეიძინონ ყველა ბავშვის საოცნებო ტექნიკა 50%-იანი ფასდაკლებით", -აცხადებენ კომპანიაში.

გარდა ამისა, "ტექნო ბუმი" განაგრძობს წლის ინოვაციურ აქციას და მსოფლიო ბრენდების მაცივრების განვადებით შეძენისას, ყველა მომხმარებელს 50-დან 400 ლარამდე ნაღდ ფულს ხელზე დაუბრუნებს, რომელსაც მომხმარებელი სურვილის მიხედვით ნებისმიერ ადგილას დახარჯავს. კომპანია "ტექნო ბუმის" ინფორმაციით, პარალელურად, კომპანიის ყველა ცენტრში გრძელდება ფასდაკლების აქციები კონდიციონერებზე, ტელევიზორებზე, ხორცის მანქანებზე, ყავის მადუღარებზე, ასევე "ტექნო ბუმი" მომხმარებელს აძლევს შანსს, 24 თვიანი 0%-იანი განვადებით შეიძინონ სარეცხი მანქანები, ჩასაშენებელი და სხვა დასახელების საყოფაცხოვრებო ტექნიკა.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 50%-იანი ფასდაკლების აქცია "ტექნო ბუმის" ყველა ცენტრში: თბილისში, რუსთავში, გორში, ზესტაფონში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, ახალქალაქში, თელავში, ლანჩხუთსა და სენაკში დღის ბოლომდე გაგრძელდება.