10 ყველაზე ძვირად ღირებული პროექტი, რომლის განხორციელებასაც მუნიციპალური განვითარების ფონდი წელს გეგმავს

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ წელს დაგეგმილ პროექტებს შორის ყველაზე ძვირად ღირებული, რამდენიმე საჯარო სკოლის რეაბილიტაციაა. როგორც ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროს მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მიწოდებულ დოკუმენტშია აღნიშნული, დმანისი -თეთრიწყარო-მარნეული-წალკის საჯარო სკოლების რეაბილიტაციის სავარაუდო ღირებულება, ჯამში 16,7 მლნ ლარს აჭარბებს.

უფრო კონკრეტულად, გთავაზობთ იმ პროექტების ჩამონათვალს, რომლის დაწყებასაც მუნიციპალური განვითარების ფონდი წელს გეგმავს, მათი სავარაუდო ღირებულება კი ყველაზე დიდ თანხებთანაა დაკავშირებული:

  • თეთრიწყარო-ღოუბანი, მარნეული-არაფლო, დმანისი-საფარლო, წალკა-საბეჭისის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია - 16 789 276 ლარი ;
  • ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახელობის №1 საჯარო სკოლის პროექტირება/მშენებლობა - 14 230 446 ლარი;
  • ზუგდიდი-რუხი, ჩხოროწყუ-აფხაზეთის N10 საჯარო სკოლების პროექტირება/მშენებლობა - 13 141 518 ლარი;
  • ბაღდათი-ხარაგაული-ტყიბულის სარეაბილიტაციო ობიექტების პროექტირება/მშენებლობა - 10 000 000 ლარი;
  • თიანეთის საჯარო სკოლები (ღულელები, სიმონიანთქხევი, სიონი) გორში (მერეთის საჯარო სკოლა) – 7 600 000 ლარი;
  • დაბა აგარის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია - 7 425 125 ლარი;
  • ქალაქ ჭიათურის №7 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია - 7 271 291 ლარი;
  • ასპინძის საჯარო სკოლები (ნაქალაქევი, ოშორა), ახალციხეში (ურაველი) ამბროლაურში (ბუგეული) – 7 100 000 ლარი;
  • წალკის საჯარო სკოლები (საყდრიონი, ნარდევანი, განთიადი, ბარეთი) – 6 900 000 ლარი;
  • ტყიბულის №1 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია - 5 115 130 ლარი

ნინი ქეთელაური