მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები იზრდება

საერთაშორისო ბაზარებზე ნავთობი გაძვირდა, რაც გამოწვეულია მსოფლიოს უმსვილესი მომხმარებლების, აშშ-სა და ჩინეთის მხრიდან მოთხოვნის უჩვეულო ზრდით. აღსანიშნავია ისიც, რომ აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა თანხმობა გასცა განაკვეთების შემცირების შესახებ.

Brent-ის ნავთობის ფასი სავაჭრო ბირჟაზე 0.7%-ით, 58 ცენტით გაიზარდა და ერთ ბარელზე (159 ლიტრი) 83.54 აშშ დოლარი შეადგინა. აშშ-ის West Texas Intermediate ნავთობის ფასი კი 0.9%-ით, 69 ცენტით, 79.62 აშშ დოლარამდე გაიზარდა.

საგულისხმოა ისიც, რომ აშშ-ში ბენზინის მარაგი კვირას 4.5 მილიონი ბარელით დაეცა, ხოლო დისტილატის მარაგი 4.1 მილიონი ბარელით შემცირდა. ეს თავისთავად იმას ნიშნავს, რომ როგორც აშშ-ში, ისე მთელს მსოფლიოში ბენზინზე მოთხოვნა გაზრდილია.

ჩინეთში ნედლი ნავთობის იმპორტი 2024 წლის პირველ ორ თვეში წინა წელთან შედარებით, 5.1%-ით გაიზარდა, ხოლო ინდოეთში, სადაც რუსული ნავთობი საკმაოდ დიდი რაოდენობით იყიდება, საწვავის მოხმარება მიმდინარე წლის თებერვალში 5.7%-ით გაიზარდა.

Reuters-ის ინფორმაციით, თებერვალში, მიმდინარე წლის დამატებითი 29-ე დღის აღრიცხვის შემდეგ, ჩინეთში ნედლი ნავთობის იმპორტი, წლიური თვალსაზრისით, 3.3%-ით გაიზარდა.

Capital Economics-ის გამოქვეყნებულ შენიშვნაში ვკითხულობთ, რომ საწვავის მოთხოვნის ზრდა გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით დაბალი იქნება, რადგან გასულ წელს არსებული „ბუმი“ გამოწვეული იყო Covid-ის შეზღუდვების დასრულებით, როდესაც ყველამ ერთდროულად დაიწყო და განაახლა ტრანსპორტის გამოყენება და მოგზაურობა.

ნავთობის ფასების მხარდაჭერით, FDA-ის ხელმძღვანელმა, ჯერემი პაუელმა თქვა, რომ აშშ-ის ცენტრალური ბანკი შორს არ არის საკმარისი ნდობის მოპოვებისგან, რომ ინფლაცია საკმარისად დაეცეს და დაიწყოს საპროცენტო განაკვეთების შემცირება.

ბაჩანა ტყემალაძე