როგორი იქნება ავტოსადგომი, რომელიც მარშალ გელოვანის გამზირზე შენდება (+ფოტო)

მარშალ გელოვანის გამზირზე დაცული ავტოსადგომი შენდება. აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სამსახურმა შესყიდვა გასული წლის ბოლოს გამოაცხადა.

ტენდერში კომპანიამ „მწვანე გარემომ“ გაიმარჯვა. ხელშეკრულება კი 2023 წლის 14 დეკემბერს გაფორმდა.

პროექტის თანახმად, ტერიტორიაზე დაგეგმილია დაცული ავტოსადგომის და ადმინისტრაციული ოფისის მოწყობა.

სატენდერო პირობების თანახმად, სამუშაოების შესრულების ვადად ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 კალენდარული დღეა განსაზღვრული.

სამუშაოების ღირებულება 1 295 000 ლარია.

1-1709897131.png

2-1709897142.png

3-1709897159.png

4-1709897177.png

5-1709897186.png

6-1709897203.png

7-1709897215.png

8-1709897224.png

თაია არდოტელი