2023 წლის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი - Forbes

Forbes-ის 2023 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების სიას აქვეყნებს, სადაც პირველი ადგილი სადამ სენდლერმა დაიკავა. აღსანიშნავია ისიც, რომ სენდლერი 2002 წლის შემდეგ რეიტინგში პირველად მოხვდა.

Forbes-ის ინფორმაციით, სენდლერმა გასულ წელს 73 მლნ აშშ დოლარი გამოიმუშავა, რაც უდიდეს წილად უკავშირდება Netflix-თან მომგებიან გარიგებას.

კერძოდ, მან გასულ წელს ითამაშა კომედიურ ფილმში Murder Mystery 2 და საოჯახო ფილმში You Are So Not Invited to My Bat Mitzvah. გარდა ამისა, სენდლერმა 2023 წლის ანიმაციაში Leo მთავარი გმირი გაახმოვანა, ამჟამად კი სამეცნიერო ფანტასტიკურ დრამაში Spaceman გამოდის.

ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების სიაში მეორე ადგილი მარგო რობიმ დაიკავა. Forbes-ის შეფასებით, მან გასულ წელს 59 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა. ეს უკავშირდება, უპირველეს ყოვლისა, მის მთავარ როლს ფილმებში Barbie და Asteroid City.

რეიტინგში მესამე ადგილზე ტომ კრუზი მოხვდა, მან გასულ წელს 45 აშშ დოლარი გამოიმუშავა, რაც ძირითადად უკავშირდებოდა ფილმებს Mission: Impossible – Dead Reckoning Part One და Top Gun: Maverick.

მეოთხე ადგილი რაიან გოსლინგსა და მეტ დეიმონს ერგო, მათ 43-43 მლნ დოლარის გამომუშავება შეძლეს. გოსლინგის შემოსავალი გასულ წელს მიღებული იყო ფილმიდან Barbie, ხოლო დეიმონის - ფილმებიდან Air და Oppenheimer.

მე-6 ადგილს იკავებს ჯენიფერ ენისტონი 42 მლნ აშშ დოლარით ფილმიდან Murder Mystery 2 და Apple TV+ დილის შოუდან. რეიტინგში შემდეგი ორი ადგილი ლეონარდო დიკაპრიომ და ჯეისონ სტეტჰემმა გაინაწილეს 41-41 მლნ აშშ დოლარით. დიკაპრიომ ეს შემოსავალი მიიღო ფილმიდან Killers of the Flower Moon, ხოლო სტეტჰემმა ფილმებიდან Operation Fortune: Ruse de Guerre, Fast X, და Meg 2: The Trench and Expend4bles.

რაც შეეხება მეცხრე ადგილს, ის ბენ აფლეკიმ მიიღო. მან დაახლოებით 38 მლნ აშშ დოლარი გამოიმუშავა მთავარი როლით ფილმში Air, რომელიც მისივე კომპანიის Artists Equity-ის მიერ არის რეგისტრირებული. შემოსავლის ნაწილი კი მოდიოდა მაღალი დონის სარეკლამო გარიგებიდან Dunkin Donuts-თან.

მეათე ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი კი დენზელ ვაშინგტონი გახდა 24 მლნ აშშ დოლარით. მისი შემოსავალი ძირითადად უკავშირდებოდა The Equalizer 3-ის წარმატებას.

მერი ტაბატაძე