თურქეთი ფინიკის ექსპორტს ზრდის - რამდენი იყიდა საქართველომ?

თურქეთი ფინიკის ექსპორტს ზრდის. ინფორმაციას თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტი აქვეყნებს. ამას გარდა, ქვეყანა აღნიშნული პროდუქტის აქტიური იმპორტიორიც არის.

2021 წელს მან 49 ათასი ტონა შეიძინა, 2022 წელს - 44 ათასი ტონა, ამდენივე იყიდა გასულ წელს. ფინიკის მთავარი მიმწოდებელი იყვნენ პალესტინა, საუდის არაბეთი და ირანი.

ამავდროულად, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში თურქეთმა 92 მლნ დოლარის ღირებულების ფინიკი გაყიდა - გასულ წელს თურქეთიდან ამ პროდუქციის ექსპორტი წინა წელთან შედარებით 20,34%-ით გაიზარდა და 23,61 მილიონი დოლარი შეადგინა.

2023 წელს თურქული ფინიკი 29 ქვეყანაში გამოჩნდა, მათ შორის დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და ავსტრალიაში.

თურქული ფინიკი შემოდის საქართველოშიც. საქსტატის ცნობით, 2024 წლის იანვარში 265 ტონა თურქული ფინიკი შემოვიდა, რომლის ჯამური ღირებულება 252 ათასი დოლარი იყო. რაც შეეხება 2023 წელს, შარშან ქვეყანამ 1.540 მლნ დოლარის 2 341 ტონა პროდუქტი იყიდა.

ეკა დარჩიაშვილი