ვასო ურუშაძე - „ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფო ბიუჯეტს, რომელიც ხალხს ეკუთვნის, პირადი კეთილდღეობისთვის იყენებს

„ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფო ბიუჯეტს, რომელიც ხალხს ეკუთვნის, პირადი კეთილდღეობისთვის იყენებს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ სახელმწიფო ბიუჯეტი საკუთარ ბიუჯეტად აქციეს.

„ხელისუფლება სახელმწიფო რესურსებს, სახელმწიფო ბიუჯეტს იყენებს მხოლოდ და მხოლოდ პირადი კეთილდღეობისთვის, პირადი კომფორტისთვის. პირდაპირი მნიშვნელობით, ჭამა-სმაზე არიან გადასული. სახელმწიფოს ფული, რომელიც ეკუთვნის ხალხს, საქართველოს მოქალაქეებს, “ქართულმა ოცნებამ” და ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ ბიუჯეტად აქციეს”, - განაცხადა ვასო ურუშაძემ.