ბიტკოინის ფასმა ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწია

ბიტკოინის ფასმა რეკორდულ მაჩვენებელს - 70 ათას დოლარს მიაღწია.

Binance-ის ბირჟაზე, რომელიც ყველაზე დიდია კრიპტოვალუტით ვაჭრობის მოცულობით, ბიტკოინი ამჟამად 68 580 დოლარი ღირს, თუმცა ცოტა ხნით ადრე მისი კურსი 69 600 დოლარამდე გაიზარდა, რაც რეკორდული რიცხვია.

CoinMarketCap პორტალის მიხედვით, რომელიც 20-ზე მეტ ბირჟაზე საშუალო ფასს ითვლის, აღნიშნული კრიპტოვალუტის ღირებულება 1,08%-ით - საშუალოდ 68 ათას დოლარამდე გაიზარდა.

bitcoin-1709968287.png

ეკა დარჩიაშვილი