მსოფლიოს ყველაზე ძვირი ქვეყნები საცხოვრებლად - რომელ ადგილზეა საქართველო?

numbeo ცხოვრების ღირებულების 2024 წლის ინდექსს აქვეყნებს, სადაც საცხოვრებლად ყველაზე ძვირი ქვეყნებია წარმოდგენილი. ქვეყნები, რომლებსაც 100-ზე ნაკლები ქულა აქვთ, შედარებით იაფია საცხოვრებლად, ხოლო ქვეყნები, რომლებსაც 100-ზე მეტი ქულა აქვთ, ძვირია.

აღსანიშნავია, რომ საქართველო ასეულშია და 92-ე ადგილს იკავებს. ცხოვრების ღირებულება ჩვენს ქვეყანაში უფრო მაღალია, ვიდრე აზერბაიჯანში, თურქეთში, ყაზახეთში, რუსეთში, უზბეკეთში, ბელარუსსა და ირანში.

თუმცა, numbeo-ს რეიტინგის მიხედვით, უფრო იაფია, ვიდრე სომხეთში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მაგალითად: საფრანგეთი, ფინეთი, ბელგია, გერმანია და ა.შ.

ცხოვრების ღირებულების ინდექსი 110-ზე მაღალია ბერმუდის კუნძულებზე, შვეიცარიაში, კაიმანის კუნძულებზე და ვირჯინიის კუნძულებზე (აშშ). ინდექსი მოიცავს როგორც საცხოვრებლის და კომუნალურების დანახარჯებს, ასევე კვების ხარჯებს.

89 ქულიდან 82 ქულამდე მერყეობს ხარჯები ბაჰამის კუნძულებზე, ისლანდიაში და სინგაპურში. რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული ქვეყნებიც საცხოვრებლად საკმაოდ ძვირად ითვლება.

79-დან 71 ქულამდე ფასდება ცხოვრება ბარბადოსში, ნორვეგიაში, დანიაში, ჯერსიში, აშშ-ში, ავსტრალიასა და ჰონგ-კონგში.

რაც შეეხება კანადას, ახალ ხელანდიას, ისრაელს, ავსტრიას, ირლანდიას, საფრანგეთს, ფინეთს, ლუქსემბურგს, სამხრეთ კორეას, ნიდერლანდებს, ბელგიასა და გერმანიას- ამ ქვეყნებში ცხოვრების სიძვირის ინდექსი 68 ქულიდან 62 ქულამდეა შეფასებული.

საქართველოს 37.2 ქულა აქვს მინიჭებული.

დაახლოებით იგივე ქულებს იზიარებენ: გვატემალა, ჰონდურასი და ზიმბაბვე.

წყარო: numbeo.com

თეონა რამაზაშვილი