10 ქალაქი, სადაც რესტორნის ფასები ყველაზე ძვირი/იაფია - რომელ ადგილზეა თბილისი და ბათუმი?

Numbeo აქვეყნებს 2024 წლის იმ ქალაქების სიას, სადაც რესტორნის ფასების ინდექსი ყველაზე მაღალია. რეიტინგში ჯამში 370 ქალაქია წარმოდგენილი.

Numbeo-ს სიაში საქართველოს ორი ქალაქი - თბილისი და ბათუმი მოხვდა. სარესტორნე მომსახურების სიძვირის კუთხით თბილისი სიაში 216-ე, ხოლო ბათუმი 251-ე ადგილზეა.

კვლევის მიხედვით, თბილისში, დაბალფასიან რესტორანში კვება 15-დან 45-ლარამდე ღირს, საშუალო დონის რესტორანში სამჯერადი კვება 2 ადამიანისთვის 70-ლარიდან 175-ლარის ფარგლებში მერყეობს.

ამასთან, McDonalds-ში McMeal 20-დან 30 ლარამდე ჯდება. ადგილობრივი ლუდი 0.5 ლიტრი 3-დან 10-ლარამდე ღირს, იმპორტირებული ლუდი 0.33 ლიტრიანი ბოთლი 5-დან 15-ლარამდე, კაპუჩინო 4-დან 12-ლარამდე, კოკა-კოლა ან პეპსი 0.33 ლიტრიანი ბოთლი 1.5-ლარიდან 5-ლარამდე, 0.33 ლიტრიანი წყალი კი 0.8-ლარიდან 3-ლარამდე.

რაც შეეხება ბათუმს, დაბალბიუჯეტურ რესტორანში კვება საშუალოდ 18-ლარიდან 40-ლარამდე ღირს, საშუალო კლასის რესტორანში სამჯერადი კვება ორი ადამიანისთვის 50-დან 200-ლარამდე მერყეობს.

რაც შეეხება McDonalds-ს, McMeal 20-ლარიდან 30-ლარამდე ჯდება, ადგილობრივი ლუდი 0.5 ლიტრი 2-ლარიდან 7-ლარამდე ღირს, იმპორტირებული ლუდი 0.33 ლიტრი 4-ლარიდან 12-ლარამდე, კაპუჩინო 5-ლარიდან 12-ლარამდე, 0.33 ლიტრიანი კოლა ან პეპსი 1.99 ლარიდან 5-ლარამდე, 0.33 ლიტრი წყალის ფასი კი 1-ლარიდან 3-ლარამდეა.

კვლევის თანახმად, რესტორნის ფასების ინდექსი ყველაზე ძვირი არის შემდეგ ათ ქალაქში:

  • ჰამილტონი, ბერმუდას კუნძული;
  • ციურიხი, შვეიცარია;
  • ჟენევა, შვეიცარია;
  • ბაზელი, შვეიცარია;
  • ლოზანა, შვეიცარია;
  • კანბერა, ავსტრალია;
  • ნიუ-იორკი, აშშ;
  • ბერნი, შვეიცარია;
  • რეიკიავიკი, ისლანდია;
  • კოპენჰაგენი, დანია.

კვლევაში მოხვედრილი 370 ქალაქიდან, სარესტორნე მომსახურება ყველაზე იაფია შემდეგ ქალაქებში:

  • კოლკატა, ინდოეთი;
  • ჯაიპური, ინდოეთი;
  • ისლამაბადი, პაკისტანი;
  • სურატი, ინდოეთი;
  • ბუბანესვარი, ინდოეთი;
  • ჩენაი, ინდოეთი;
  • კარაჩი, პაკისტანი;
  • ლუკნაუ, ინდოეთი;
  • კოიმბატორი, ინდოეთი;
  • კოჩი, ინდოეთი.

მერი ტაბატაძე