საქართველოდან IT სერვისების ექსპორტმა 1.77 მლრდ ლარი შეადგინა  - სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა გაოთხმაგდა

Galt&Taggart-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშს მიხედვით, 2023 წელს, IT სექტორის მთლიანი შემოსავალი საქართველოში 1.94 მილიარდი ლარი იყო, საიდანაც 1.77 მილიარდი მხოლოდ IT სერვისების ექსპორტიდან იქნა მიღებული.

თითქმის, 2-მილიარდიანი შემოსავალი 2021 წლის მაჩვენებელს 4-ჯერ აღემატება, რაც თავისთავად დადებითი შედეგია.

IT სერვისების ექსპორტის 26.3% ამერიკის შეერთებულ შტატებში ხორციელდება, 15.3% დიდ ბრიტანეთზე მოდის, ხოლო 10.6% მალტაზე.

Galt&Taaggart-ის თანახმად, IT კომპანიების წილმა, უცხოური კაპიტალით 2023 წელს 60% შეადგინა და შესაბამისად, ბაზრის ლიდერთა უმეტესი ნაწილი უცხოური კომპანიაა.

ანგარიშის თანახმად, ამგვარი სწრაფი ზრდა განპირობებულია საქართველოშ კომპანიათა რელოკაციამ და საგადასახადო შეღავათებმა. დასაქმების ტენდენციის წინა პლანზე წამოწევა და ხელფასების ზრდა განსაკუთრებით 2022 წლიდან დაჩქარდა, როდესაც საქართველოში კომპანიების რელოკაცია მოხდა.

უნდა ითქვას ისიც, რომ 2023 წელს, IT სექტორში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა გაოთხმაგდა, ხოლო საშუალო ხელფასები კი 2021 წელთან შედარებით, გაორმაგდა. 2023 წლის მონაცემების თანახმად, IT კომპანიებში სულ 14 164 ადამიანი იყო დასაქმებული, რომელთა საშუალო ხელფასიც 7 192 ლარი გახლდათ.

კვლევის თანახმად, მოხმარების ზრდას ხელს უწყობს ის გარემოებაც, რომ შრომითი დანახარჯები სექტორის შემოსავლების 60%-ს შეადგენს. აქედან გამომდინარე, IT ექსპორტიდან მიღებული შემოსაავლები უმეტესად დასაქმებულებზე ნაწილდება.

ბაჩანა ტყემალაძე