წონაში კლების პრეპარატებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების წინააღმდეგ გამოიყენებენ - Reuters

წონის კლების პრეპარატები ევოლუციას და ადამიანთა გაკვირვებას განაგრძობს - აშშ-ს სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ საბოლოოდ დაამტკიცა Novo Nordisk’s-ის წონის კლების პრეპარატი Wegovy, როგორც ინსულტის და გულის შეტევის რისკის ერთ-ერთ შემამცირებელ კომპონენტად ჭარბწონიანი ადამიანებისთვის.

Novo-ს დიაბეტის წამალი Ozempic-ი და წონის კლების პრეპარატი Wegovy უკვე ბოლო რამდენიმე წელია, რაც ფართოდ გამოიყენება აშშ-ში. ორივე ქიმიურად ცნობილია, როგორც სემაგლუტიდი და მიეკუთვნება წამლების იმ კლასს, რომელსაც ეწოდება GLP-1.

Reuters-ის ინფორმაციით, პაციენტები, რომლებსაც სიმსუქნე და ჭარბი წონა აწუხებთ, იმყოფებიან მუდმივი საფრთხის ქვეშ, რაც დაკავშირებულია გულ-სისხლძარღვთა სისტემის გაუმართავობის, გულის შეტევისა და ინსულტის უფრო მაღალ რისკთან. აქედან გამომდინარე, Novo-მ შეიმუშავა მედიკამენტი, რომელიც უკვე დადასტურებულად ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს. ჯონ შარეტმა, FDA-ის დირექტორმა განაცხადა, რომ ეს მნიშვნელოვანი წინსვლაა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და გაჯანსაღებისთვის.

უკვე მილიონობით ადამიანი იღებს Novo-ს GLP-1 წამლებს, მაგრამ FDA-ს მიერ დამტკიცებული შტამპი კიდევ უფრო სასარგებლო იქნება მისი მომავალი მომხმარებლებისთვის.

ჯანდაცვის ექსპერტები კვლავ განაგრძობენ მედიკამენტის ეფექტებზე დაკვირვებას პაციენტებში, რათა თავიდან აიცილონ დეპრესიის, ჰორმონალური დარღვევებისა და სუიციდისკენ მიდრეკილების შემთხვევები.

ბაჩანა ტყემალაძე