იზმირი თურქეთის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია.
ქალაქი ძველ დროში ბერძნებმა დააარსეს, შემდეგ რომაელებმა დაიპყრეს და ბოლოს, ისევ ალექსანდრე დიდმა აღადგინა. საბოლოოდ, ეს ლამაზი ქალაქი ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში მოექცა და შთამომავლობას უამრავი ღირშესანიშნაობაც შემოუნახა.
იგი მდებარეობს ეგეოსის სანაპიროზე. აქ განთავსებულია დიდი საზღვაო პორტი. იზმირი ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული პუნქტია თურქეთში და მისი მოსახლეობა 4 მილიონზე მეტს ითვლის. კლიმატი ზაფხულში ზომიერად თბილი და ნოტიოა, ხოლო ზამთარში კი საკმაოდ გრილი. აქ ტურისტების დიდი ნაკადი მოდის ივლისში, აგვისტოში და შემოდგომაზეც არანაკლებ. ისე როგორც სხვა დიდ ქალაქებში, იზმირშიც არის ტურისტებისთვის დასათვალიერებელი და მიმზიდველი ადგილები.