აზერბაიჯანმა ესპანეთში ზეითუნის ზეთის ექსპორტი დაიწყო

2023 წლიდან აზერბაიჯანმა ესპანეთში არარაფინირებული ზეითუნის ზეთის ექსპორტი დაიწყო.

როგორც East Fruit-ი წერს, ექსპორტი განხორციელდა 2023 წლის ნოემბერში, როდესაც აზერბაიჯანმა 110 ტონა პროდუქცია ესპანეთში დაახლოებით 0,6 მილიონ ევროდ გაიტანა.

უკანასკნელ ათწლეულში აზერბაიჯანში განხორციელდა არაერთი პროგრამა, რომელიც ზეთისხილის ფართობის ზრდასა და გადამუშავების შესაძლებლობებზეა მიმართული. 2022 წელს გაიხსნა ზეითუნის ზეთისა და დაკონსერვებული ზეთისხილის წარმოების უდიდესი ქარხანა რეგიონში.

ახალი საწარმოს სიმძლავრე იძლევა დაახლოებით 4 ათასი ტონა ახალი ზეითუნის ზეთის წლიური წარმოების საშუალებას, პროდუქციის დაახლოებით ნახევარი განკუთვნილია შიდა ბაზრისთვის, დანარჩენი კი ექსპორტზე Made in Azerbaijan ბრენდის სახელით გადის. კომპანია ასევე ამუშავებს ათას ტონა სუფრისა და შავ ზეთისხილს და მომავალში ეს მოცულობა გაორმაგდება.

თავის მხრივ, ევროკავშირის ქვეყნებმა 2023 წელს აზერბაიჯანს დაახლოებით 80 ტონა არარაფინირებული ზეითუნის ზეთი მიაწოდეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28,4%-ით ნაკლებია.

პროდუქციის უმეტესი ნაწილი ქვეყანაში იტალიიდან და ესპანეთიდან შევიდა: იტალიამ დაახლოებით 45 ტონა ზეთისხილის ექსპორტი მოახდინა, რომლის ღირებულებამაც 0,3 მილიონი ევრო შეადგინა, ესპანეთმა კი დაახლოებით 32 ტონა - 0,2 მლნ ევროდ.

ეკა დარჩიაშვილი