უძრავ ქონებაში ინვესტიციები 6-ჯერ შემცირდა - როგორია ინვესტიციების მოცულობა დარგების მიხედვით

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წელს 1,594 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 24 პროცენტით ნაკლებია 2022 წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე.

„საქსტატის“ ინფორმაციით, შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს სავალო ვალდებულებების შემცირება.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელსაც ეკონომიკის სექტორების მიხედვით, მოწინავე პოზიციაზე იყო საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, სადაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 630.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მას მოსდევს დამამუშავებელი მრეწველობა - 291.7 მლნ დოლარით, ხოლო მე-3 ადგილზეა - ტრანსპორტი, 138.2 მლნ აშშ დოლარით.

აღსანიშნავია, რომ „საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2023 წელს 2022 წელთან შედარებით, უძრავი ქონების სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 6-ჯერ შემცირდა. კერძოდ, 2022 წელს დარგში განხორციელებულმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 366.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, 2023 წელს კი ეს მაჩვენებელი - 59.7 მლნ დოლარი იყო.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა ეკონომიკის სექტორების მიხედვით:

430725934-372390195596009-6117883877161053140-n-1710148170.jpg

თაია არდოტელი