რუსების მიერ საზღვარგარეთ უძრავ ქონებაში ინვესტიციისთვის საქართველო ყველაზე პოპულარული ქვეყნების სამეულშია. ამის შესახებ საინვესტიციო კომპანია Edeluxe-ის კვლევაში წერია.
კომპანიის რეიტინგში თურქეთი ლიდერობს. იანვარ-თებერვალში ადგილობრივი უძრავი ქონების შეძენაზე განაცხადებმა 40%-ზე მეტი შეადგინა. თუმცა ერთი წლის წინ ამ ქვეყანაში საცხოვრებელს რუსები 39,5%-ით უფრო ხშირად ეძებდნენ.
მეორე ადგლზე ტაილანდია, სადაც უძრავი ქონების შესყიდვაზე რუსების განაცხადები მთლიანი მოთხოვნის 17%-ს შეადგენს. ერთ წელიწადში ადგილობრივ საცხოვრებელ სახლებზე რუსების ინტერესი 43%-ით გაიზარდა.
სამეულს საქართველო ხურავს, სადაც უძრავი ქონების შესაძენად რუსების მიერ მიმდინარე წლის დასაწყისში წარდგენილი განაცხადები მთლიანი მოთხოვნის, თითქმის, 13%-ს შეადგენდა. თუმცა 2023 წლის თებერვალში საქართველოს უძრავ ქონებაზე მოთხოვნა 24%-ით მეტი იყო.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ