უკრაინა საჰაერო მიმოსვლის აღდგენას გეგმავს

უკრაინამ საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ ამერიკულ და ევროპულ უსაფრთხოების მარეგულირებლებთან ოფიციალურად დაიწყო მოლაპარაკებები.

ადგილობრივი მედიის ცნობით, უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ოლეკსანდრ კუბრაკოვმა განაცხადა, რომ „უკრაინული მხარე უზიარებს თავის ხედვას მარეგულირებლებს იმის შესახებ, თუ როგორ იმუშავებს ბაზარი საომარი მდგომარეობის პირობებში“.

კუბრაკოვის თქმით, კიევი ელოდება ოფიციალური გამოხმაურების პირველ რაუნდს მარეგულირებლებისგან და ამჟამად მოლაპარაკებებს აწარმოებს სამ უკრაინულ კომპანიასთან, რომლებსაც „ფრენა სურთ“.

შეგახსენებთ, უკრაინაში საჰაერო მიმოსვლა რუსეთის შეჭრის შემდეგ - 2022 წლიდან შეჩერებულია. ამასთანავე, ავიაკომპანია Ryanair-მა გასულ წელს გამოაცხადა უკრაინის ბაზარზე დაბრუნების გეგმები „მას შემდეგ, რაც უკრაინის ცა ხელახლა გაიხსნება კომერციული ავიაციისთვის“. კუბრაკოვმა დაადასტურა, რომ კომპანია აპირებს დაბრუნებას საჰაერო სივრცის გახსნის შემდეგ.

მერი ტაბატაძე