ფიროსმანის "არსენალის მთა ღამით" ხელოვნების მუზეუმს გადაეცემა

ნიკო ფიროსმანის "არსენალის მთა ღამით" საჩუქრად ხელოვნების მუზეუმს გადაეცემა. ამის შესახებ გადაცემა "2030"-ის წამყვანმა გამოშვების დაწყების წინ განაცხადა. "2030"-ის ინფორმაციით, გადაწყვეტილება – ტილო გადაეცეს ხელოვნების მუზეუმს, ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ფიროსმანის "არსენალის მთა ღამით" მილიონნახევარ დოლარად "კრისტის" აუქციონზე შეიძინა. აღნიშნული ნახატი ნიკო ფიროსმანმა 1907-1908 წელს შექმნა და ამ დრომდე კერძო კოლექციონერის საკუთრება იყო. ტილო ბოლოს ლონდონის აუქციონზე 2010 წელს გაიყიდა. მანამდე ის 2007 წელს ნიუ-იორკის "სოტბის" აუქციონზე გაყიდეს. 1957 წელს ფიროსმანის ნახატი ფრანგ პოეტს, ლუი არაგონს 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით აჩუქეს.