აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტრომ 2024-25 წლისთვის Brent-ის ტიპის საწვავზე საპროგნოზო ფასი გაზარდა

ოპეკ+-ის ქვეყნების მიერ წარმოების შეზღუდვების გახანგრძლივების გამო, ამერიკის ენერგეტიკის სამინისტრომ Brent-ის ტიპის ნავთობის ფასის პროგნოზი 2024 და 2025 წლებში გაზარდა. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, 2024 წელს Brent-ი 82,42-დან ბარელზე 87 დოლარამდე გაძვირდება.

ნავთობის ფასების პროგნოზი 2025 წელს ბარელზე 79,48 დოლარიდან 84,8 დოლარამდე გაიზრდება.

„ჩვენ ველით, რომ 2024 წელს ნავთობის ბაზრის მკაცრი ბალანსი შეინარჩუნებს Brent-ის ფასებს მიმდინარე დონეზე, საშუალოდ 88 დოლარს ბარელზე 2024 წლის მეორე კვარტალში, რაც 4 დოლარით აღემატება გასული თვის მაჩვენებელს.

ახალი პროგნოზის თანახმად, 2024 წელს გლობალური ნავთობის მოპოვება იქნება 102,17 მლნ ბარელი დღეში (წინა პროგნოზი 102,3 მლნ ბარელი დღეში) 2023 წელს კი ეს მაჩვენებელი 101,79 მლნ ბარელი იყო.

2025 წლისთვის პროგნოზი არ შეცვლილა და დღეში 104,17 მლნ ბარელი ივარაუდება.

ეკა დარჩიაშვილი