იანვარ-თებერვალში ექსპორტი 12.2%-ით, ხოლო იმპორტი 2%-ით შემცირდა

იანვარ-თებერვალში ექსპორტი 12.2%-ით, ხოლო იმპორტი 2%-ით შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

კერძოდ, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2.941 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 5 პროცენტით ნაკლებია.

აქედან, ექსპორტი 803.2 მლნ აშშ დოლარი იყო (შემცირდა 12.2 პროცენტით), ხოლო იმპორტი 2 138.2 მლნ აშშ დოლარი (შემცირდა 2.0 პროცენტით).

ამასთან, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარ-თებერვალში 1 335.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 45.4 პროცენტია.

თაია არდოტელი