ბანკებმა 632,9 მლნ ლარის  ქონება დაისაკუთრეს - ვის ანგარიშზეა ყველაზე მეტი

2023 წლის მეოთხე კვარტლის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების ანგარიშზე 632,9 მლნ ლარის ღირებულების დასაკუთრებული უძრავ-მოძრავი ქონებაა. ამის შესახებ კომერციული ბანკების ანგარიშგებაშია აღნიშნული.

ამავე მონაცემებით, დასაკუთრებული ქონების მოცულობის მიხედვით, Top-5 ბანკში შედის:

  • თიბისი ბანკი – 276 557 635 ლარი
  • საქართველოს ბანკი – 268 967 986 ლარი
  • ვითიბი ბანკი ჯორჯია – 22 290 851 ლარი
  • ბაზის ბანკი – 18 235 138 ლარი
  • ტერა ბანკი - 15 786 080 ლარი

რაც შეეხება სხვა კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების მოცულობას, ასე გამოიყურება:

კრედო ბანკი - 13 792 672 ლარი, ხალიკ ბანკი – 13 540 907 ლარი, ლიბერთი ბანკი – 2 225 182 ლარი, პროკრედიტ ბანკი – 68 700 ლარი, იშ ბანკი საქართველო - 1 349 093 ლარი, ზირაათ ბანკი - საქართველო - 67 640 ლარი.

2023 წლის მეოთხე კვარტლის მდგომარეობით, ქართუ ბანკს, სილქ ბანკს, პაშა ბანკს და პეისერას (პირველი ონლაინ ბანკი) დასაკუთრებული ქონება არ აქვს.

2023 წლის მეოთხე კვარტალში ბაზარზე სულ 15 კომერციული ბანკი ოპერირებდა. აქედან ერთი, „პეისერა“ პირველი ციფრული ბანკია საქართველოში.

ნინი ქეთელაური