რომელ სპეციალობაზე სწავლობს ყველაზე მეტი სტუდენტი საქართველოში?

2023-2024 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ჯამში 121 514 სტუდენტია (ბაკალავრი) რეგისტრირებული. საქსტატის მონაცემებით, ყველაზე მეტი მათგანი - 57 874 სოციალური მეცნიერებების, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტზე სწავლობს.

უფრო კონკრეტულად კი, ყველაზე მოთხოვნადი ფაკულტეტების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  • სოციალური მეცნიერებები, ბიზნესი და სამართალი - 57 874 სტუდენტი, რომელთაგან ყველაზე მეტი - 25 699 სტუდენტი ბიზნესისა და მართვის სპეციალობაზე სწავლობს, ხოლო 15 498 სოციალური და ბიჰევიორისტული მეცნიერებებს ეუფლება, ხოლო 14 378 - სამართალს.
  • მეცნიერების ფაკულტეტი - 22 133 სტუდენტი სწავლობს, მათგან ყველაზე მეტი - 10 125 კომპიუტერული საქმის სპეციალობას ეუფლება.
  • ჰუმანიტარული მეცნიერებები და ხელოვნება - 14 263 სტუდენტი
  • საინჟინრო, დამამუშავებელი და სამშენებლო დარგები - 9 213. აქედან 4 028 ინჟინერიასა და საინჟინრო საქმეზე სწავლობს, ხოლო 4 200 არქიტექტურასა და მშენებლობაზე.
  • ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის ფაკულტეტზე 5 663 სტუდენტი სწავლობს, რომელთაგან დიდი ნაწილი - 5 443 ჯანდაცვის სპეციალობაზეა.

ცნობისათვის, გასულ 2022-2023 სასწავლო წელს უმაღლეს სასწავლებლებში 110 037 სტუდენტი სწავლობდა.

ეკა დარჩიაშვილი