მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

მიმდინარე წლის, ბოლო ერთი თვის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში - ,,სარფი“ და ,,სადახლო-საავტომობილო“, მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა - 219,39 გრამი) გამოვლინდა.

ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 25 873,98 ლარი შეადგინა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში 25 873,98 ლარის ოდენობით განესაზღვრა.