ნავთობზე ფასები უმნიშვნელოდ შემცირდა

ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის (OPEC) შეხვედრის წინ, მსოფლიო ბაზარზე ნავთობზე ფასი უმნიშვნელოდ დაეცა.

"როიტერის" ინფორმაციით, "ბრენტის" მარკის ნავთობზე ფასი 0,13%-ით შემცირდა და ბარელზე 64,71 დოლარი შეადგინა. აშშ-ის ნედლ ნავთობზე ფასი კი 0,03%-ით დაეცა და ბარელზე 60,18 დოლარი შეადგინა.

OPEC-ის წარმომადგენლები პარასკევს ვენაში შეიკრიბებიან.