რა ღირს თბილისში დღიურად ბინის გაქირავება - Airbnb-ს მონაცემები

თბილისში, 2024 წლის იანვარში ბინების დღიური ქირის ფასი, Airbnb-ს ინფორმაციით, 39 დოლარი იყო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით, 4 დოლარით ნაკლებია.

Airbnb კომპანიაა, რომლის საიტზეც მოგზაურებს შეუძლიათ მოიძიონ ნებისმიერი სახის და მოცულობის საცხოვრებელი სახლები უცხოეთში, სადაც მოგზაურობის დროს დარჩებიან. Airbnb 2008 წელს დაარსდა და მის საიტზე განთავსებული განცხადებები 191 ქვეყანასა და ასეულობით ქალაქს მოიცავს.

2024 წლის იანვრის მონაცემებით, Airbnb-ზე თბილისის ტერიტორიაზე არსებული 8 220 საცხოვრებელი სახლია განთავსებული. დღიური ქირის საშუალო ფასი, ერთი წლის მონაცემებით, სულ რაღაც 41 დოლარს შეადგენს.

განთავსებული განცხადებებიდან ყველაზე მეტი, 4 280 მათგანი ერთსაძინებლიანი სახლია, ხოლო ყველაზე ცოტა, ხუთ-საძინებლიანი. აღსანიშნავია ისიც, რომ 8 220 განცხადებიდან, 1 209 სასტუმროებზე და private room-ებზე მოდის.

Airbnb-ის ინფორმაციით, თბილისელი გამქირავებლები სახლის დასუფთავებისთვის, საშუალოდ 22 დოლარს მოითხოვენ.

გასული ერთი წლის განმავლობაში, დღიური ქირის ფასი ყველაზე მაღალი იანვარში იყო - 43 დოლარი, თუმცა შემდეგ კლება დაიწყო და წლის განმავლობაში 40-დოლარიან ნიშნულს მხოლოდ მაის-ივნისში გადააჭარბა, როდესაც ოთახის დაქირავება 41 დოლარს შეადგენდა.

ბაჩანა ტყემალაძე