ელექტრომობილების გლობალური მიწოდება 18,4 მილიონამდე, მომავალ წელს კი 20,6 მილიონ ერთეულამდე გაიზრდება

წელს ელექტრომობილების გლობალური მიწოდება 18,4 მილიონ ერთეულამდე გაიზრდება, ამის შესახებ კვლევითი კომპანია Gartner-ი პროგნოზირებს.

კომპანიის მონაცემებით, გასულ წელს 15 მილიონზე მეტი ელექტრომობილი გაიყიდა.

ასევე, პროგნოზის მიხედვით, ბოლო ათწლეულში დაარსებულ ელექტრომობილთა მწარმოებელი კომპანიების 15%-ს 2027 წლისთვის სხვები შეიძენენ ან ისინი გაკოტრდებიან.

“ეს არ ნიშნავს, რომ ელექტრომობილების სექტორი იშლება. ჩვენ, უბრალოდ, შევდივართ ახალ ფაზაში, სადაც საუკეთესო პროდუქტებისა და სერვისების მქონე კომპანიები დანარჩენს აჯობებენ,” - აცხადებს Gartner-ის კვლევითი მიმართულების ვიცეპრეზიდენტი, პედრო პაჩეკო.

მისი თქმით, ”ელექტრომობილების სტიმულირება სხვადასხვა ქვეყანაში თანდათანობით წყვეტს მოქმედებას, რაც მოქმედი კომპანიებისთვის ბაზარს უფრო რთულს ხდის.”

Gartner-ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ 2027 წლისთვის, შემდეგი თაობის აკუმულატორული ბატარეის ელექტრომობილების წარმოება შიდა წვის ძრავის მქონე მანქანებზე საშუალოდ ნაკლები ეღირება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ