”რუსეთის გამო ბელორუსის ეკონომიკამ 3 მილიარდი დოლარი დაკარგა”

რუსეთში არსებული ეკონომიკური პრობლემები, სანქციები და ემბარგო ბელორუსის ეკონომიკას 3 მილიარდი დოლარი დაუჯდა. ამის შესახებ ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა.

ამასთან ერთად, ბელორუსის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანაში პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება.

"თუ ადრე ვალუტას ვყრიდით, "ვწვავდით" სავალუტო რეზერვებს, დღეს ამ რეზერვებს ვავსებთ. იურიდიული და ფიზიკური პირები ვალუტას ყიდიან. ეს კარგი პროცესია", - მიიჩნევს ალექსანდრე ლუკაშენკო.

ამასთან ერთად, ბელორუსის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთი სისტემატურ დახმარებას უწევს ბელორუსს და მხარეები შეთანხმდნენ, ერთობლივად მონახონ შექმნილი ვითარებიდან გამოსვლის გზები.