მეტროს რელსების შესაძენად თითქმის 3 მლნ ლარიანი ტენდერი გამოცხადდა

მეტროს რელსების შესაძენად თითქმის 3 მლნ ლარიანი ტენდერი გამოცხადდა. შესყიდვა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ 13 მარტს გამოცხადდა.

სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 10 აპრილს დაიწყება და 15 აპრილს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 2 967 900 ლარია.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, რელსები უნდა იყოს გამოშვებული არანაკლებ 2022 წელს. არ უნდა იყოს ექსპლუატაციაში ნამყოფი. შემოთავაზებული საქონელი უნდა იყოს ერთი და იგივე ქარხნის მიერ დამზადებული, ერთი და იგივე დროს ჩამოსხმული. ამასთან, რელსის სტანდარტული სიგრძე უნდა იყოს 25 მეტრი.

შესყიდვის თანახმად, კომპანია ჯამში, 640 რელსის შეძენას გეგმავს.

თაია არდოტელი