ეკონომიკის საბჭოს შემადგენლობა 12-მდე გაიზარდა - ვინ დაიკავა საბჭოში სამი ახალი ადგილი

ეკონომიკური საბჭოს შემადგენლობა 12-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ვკითხულობთ მთავრობის დადგენილებაში, რომელიც 14 მარტს ამოქმედდა.

გადაწყვეტილების თანახმად, ეკონომიკურ საბჭოს 3 ახალი წევრი ჰყავს: დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე (პაატა კვიჟინაძე) და ბიზნესომბუდსმენი (ოთარ დანელია).

ცნობისთვის, ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარეა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. რაც შეეხება დანარჩენ 8 ადგილს საბჭოში შემდეგი პირები ინაწილებენ:

  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი;
  • ფინანსთა მინისტრი ლევან ხუციშვილი;
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე;
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე;
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი;
  • მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი;
  • მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ ტყემალაძე.
მერი ტაბატაძე