ანრი ოხანაშვილი - თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება იძლევა შესაძლებლობას, რომ ლიხტენშტაინთან ეკონომიკური თანამშრომლობა გვქონდეს

თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება იძლევა შესაძლებლობას, რომ ჩვენ ლიხტენშტაინთან გვქონდეს ეკონომიკური თანამშრომლობა და ამ მიმართულებით საინტერესო იყო მათი ინტერესების მოსმენა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ლიხტენშტაინის პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენთვის საინტერესო იყო უშალოდ პრემიერ-მინისტრის ხედვების მოსმენა, როგორ მართავენ ისინი ამ ქვეყანას, მაშინ როდესაც ქვეყანას დიდი ტერიტორია არ აქვს და მიუხედავად ამისა, არის საპარლამენტო მონარქია. ასევე საუბარი იყო ეკონომიკურ საკითხებზე. თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება იძლევა შესაძლებლობა, რომ ჩვენ ლიხტენშტაინთან გვქონდეს ეკონომიკური თანამშრომლობა და ამ მიმართულებით საინტერესო იყო მათი ინტერესების მოსმენა“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.