620 ათასიდან 1,6 მილიონ დოლარამდე - სოფლები და ქალაქები, რომლებიც იაფად იყიდება

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში საკმაოდ იაფად იყიდება დასახლებები და სოფლები, რომლებიც მიტოვებულია, თუმცა ულამაზეს სანახაობას წარმოადგენს და ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ შენარჩუნებულია.

საინტერესოა, რა ღირს ისინი?

Salto de Castro (სალტო დე კასტრო), ზამორა, ესპანეთი: 625 000 დოლარი

8d67515a-7456-4640-9b99-8d55803d1137-1710503615.jpg

Salto de Castro, ის მდებარეობს ესპანეთის ზამორას პროვინციაში და Idealista-ზე გასაყიდად გამოტანილი იყო 2023 წლის შუა რიცხვებში. ბოლოს ის 280 ათასი დოლარად იყო შეფასებული. სოფელი ერთი წლის შემდეგ ისევ იყიდება, მაგრამ გაზრდილი ფასით - 625 ათასი აშშ დოლარად. გაშენებული სოფელი ბორცვზე, რომელიც გადაჰყურებს მდინარე დუროს, 1,6 ჰექტარს და სარგებლობს თვალწარმტაცი ქალაქგარე ხედებით. დასახლებაში დგას 44 სახლი, ტავერნა, ეკლესია, სკოლა და ჰოსტელი. იმ შემთხვევაში კი, თუ სოფელს 44 ადამიანი შეიძენს და თანხას გადაინაწილებს, თოთოეულს სახლის შეძენა დაახლოებით 15 000 დოლარად შეუძლია.

და ეს ყველაფერი არ არის! დასახლება ასევე ამაყობს ძველი სამოქალაქო გვარდიის ყაზარმით, საცურაო აუზით და სხვადასხვა სპორტული მოედნებით.

სოფელი 1950-იან წლებში ელექტროკომპანია „იბერდუერომ“ ააშენა. EuroWeekly-ის ცნობით, ის შეიქმნა კომპანიის მუშების დასაბინავებლად, რომლებსაც სოფლის გვერდით წყალსაცავის აშენება დაევალათ. თუმცა, როგორც კი პროექტი დასრულდა, მოსახლეობას აღარ დასჭირდა დარჩენა და ტერიტორია ნელ-ნელა დაიცალა. სოფელში ყველა შენობები ერთგვაროვანია და ერთი შეხედვით შესანიშნავ მდგომარეობაშია. მყიდველს შეუძლია შექმნას სპა კურორტი, კორპორატიული ადგილი ან საოცარი კერძო ქონება.

ტრადიციული სოფელი, Vaslui County (ვასლუის საგრაფო), რუმინეთი: 806 000 დოლარი

a3ca2d50-b1c1-4650-a71d-ca2d29743910-1710503678.jpg

მსოფლიოს ზოგიერთ კუთხეში 806 ათას დოლარად დიდ უძრავ ქონებას ვერ მიიღებთ, მაგრამ რუმინეთში შეგიძლიათ შეიძინოთ მთელი სოფელი. Sotheby's International Realty-ში წარმოდგენილი ეს დასახლება მდებარეობს ვასლუის ოლქში და მოიცავს ერთ ჰექტარზე ნაკლებ მიწას.

ფერესტის სახელით ცნობილი სოფელი აშენდა 2014 წელს, რათა შეენარჩუნებინა რუმინული ტრადიციები. ქვეყნის ამ ნაწილში ადგილობრივები მარამურების გასაოცარ კოსტიუმებს ატარებენ და უნიკალურ ტრადიციებში მონაწილეობენ. მაგალითად, აღდგომის პერიოდში ბიჭები გოგონების სახლებში მიდიან და წყალს ასხურებენ.

სოფელი შედგება ხუთი საგულდაგულოდ აღდგენილი ტრადიციული სახლისგან, მარაგით სავსე აუზით, ქვის სათავსოებით და ხის პავილიონით.

სოფელი ასევე გამოირჩევა საუნით, ცხელი აბაზანით და მწვადის ზონით, ასევე ზიპლაინით და ხის სახლით.

Funcho de Diante Village, ალგარვე, პორტუგალია: 1.4 მილიონი დოლარი

1-1710503758.jpg

თუ პორტუგალია გიყვართ და საკმაო დანაზოგიც გაქვთ, მაშინ ეს შესანიშნავი სოფელი თქვენთვის ხელმისაწვდომობაში იქნება. 1,4 მილიონ აშშ დოლარად. სოფელი Funcho de Diante გაშენებულია 23 ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთზე, პორტუგალიის ერთ-ერთ ყველაზე სანახაობრივ მხარეში. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სახლები რემონტს და აღდგენას საჭიროებს.

სოფელი მდებარეობს სან ბარტოლომეუ დე მესინესის მუნიციპალიტეტში, კაშხლის გვერდით და სარგებლობს თვალწარმტაცი, 360-გრადუსიანი ლანდშაფტის პეიზაჟებით. დასახლება მრავალი საუკუნის წინ აშენდა.

Wild West town (ველური დასავლეთის ქალაქი), კოლორადო, აშშ: - 1,6 მილიონი დოლარი

2-1710503808.jpg

კოლორადოს ეს ავთენტური სასაზღვრო ქალაქი ველური დასავლეთის მოყვარულებს ნამდვილ სამოთხეს სთავაზობს. ის 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში RE/MAX Pinnacle-ის მეშვეობით პირველად, სულ რაღაც 1,6 მილიონ დოლარად იყიდება. ველური დასავლეთის ეს შთამბეჭდავი წყობა ოდესღაც ძველი ქალაქის მოედნის ნაწილი იყო. ის მდებარეობს სან-ხუანის მთების ძირში, ცნობილ ბლერის ქუჩაზე, სადაც ქალაქის მაღაროელები იკრიბებოდნენ გასართობად.

ადრე მოედანზე იყო სალონი, სასტუმრო, ზოგადი მაღაზია, შესაძლოა ფოსტა და ციხეც კი. დღეს, ისტორიული შენობები შესანიშნავად არის შემონახული.

წყარო: loveproperty.com

ბაჩანა ტყემალაძე