ამართლებს თუ არა ვერტიკალური ფერმა გამოქვებულში? (+ფოტო)

ნორვეგიის დედაქალაქიდან დასავლეთით გამოქვაბულის ვერტიკალუირი ფერმა Gruve Gront Farm მდებარეობს. როგორც ცნობილია, ეს მიმართულება უფრო ბიუჯეტურია, რადგან გამოქვაბულში მწვანილისა და ბოსტნეულის მოყვანა ნაკლებ ენერგიას მოითხოვს, რადგან აქ ტემპერატურა მუდმივად 6 გრადუსზე მაღალია.

7471840f968f9a370e6ca88024abb22ab81e1755-2048x1536-1710515556.webp

„მღვიმეში, რომელიც ბუნებრივად იზოლირებულია და მთელი წლის განმავლობაში სტაბილური ტემპერატურა აქვს, მწვანილსა და ბოსტნეულს ვზრდით. მაშინაც კი, როცა გარეთ ტემპერატურა ნულის ქვემოთაა, მღვიმეში სტაბილური ტემპერატურაა დაახლოებით 6 გრადუსი ცელსიუსით“, - განაცხადა Gruve Gront-ის თანადამფუძნებელმა.

pesheferm1-1710515571.png.webp

მისი თქმით, ზაფხულის ხანმოკლე პერიოდში ბოსტნეული გამოქვაბულის გარეთ მოჰყავთ, ზამთრის პერიოდში კი წარმოება გამოქვაბულში გრძელდება.

„ბუნებრივი იზოლაცია და სითბო საშუალებას გვაძლევს გამოვიყენოთ გაცილებით ნაკლები ენერგია, ვიდრე ტრადიციული სათბურის წარმოებასა და სხვა ვერტიკალურ ფერმებში“, - ამბობს მეწარმე.

gruvegront-2-1710515607.webp

ეკა დარჩიაშვილი