სოფელ ანაგაში წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ

ხმაური იყო დღეს სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგაში, სადაც მოსახლეობის ერთი ნაწილი სასმელი წყლის პრობლემას აპროტესტებს.

მათი თქმით, სოფლის დახმარების პროგრამიდან დახარჯული 35 ათასი ლარის მიუხედავად, ანაგის რამდენიმე უბანში პრობლემა მაინც ვერ მოგვარდა. აქციის მონაწილეები სოფლის რწმუნებულს დაუპირისპირდნენ და სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარვეზებით შესრულებაში დაადანაშაულეს.

ადგილზე იმყოფებოდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის კომუნალური სამსახურის უფროსი ჯონდო გელაშვილი. მისი თქმით, მიმდინარე წელს სოფელ ანაგაში წყლის ჭაბურღილების მოსაწესრიგებლად 120 ათასი ლარი დაიხარჯება.