ახალი მიმართულება, რომელზეც დღეიდან 18 მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებს

დღეიდან, 18-მეტრიანი ავტობუსები კიდევ ერთ ახალ მიმართულებაზე დაიწყებს მოძრაობას. ამის შესახებ ინფორმაციას ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო ავრცელებს.

კერძოდ, მათი ცნობით, 12-მეტრიანი ავტობუსები 16 მარტიდან N301 მარშრუტზეც ჩანაცვლდება. შედეგად ავტობუსს ექნება 63 გაჩერება და იმოძრავებს ქვედა მელითონეთა დასახლებასა და პოლიტკოვსკაიას ქუჩა #16-ს შორის.

18-მეტრიანი ავტობუსები უკვე მოძრაობენ N302 (უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის და დიდი დიღომი IV მ/რ #6-ის (მოპირდაპირედ) ტერიტორია), N308 (გლდანის ტბას და ბარათაშვილის ძეგლის (მოპირდაპირედ) ტერიტორია) და N314 მარშრუტებზე (დიდი დიღომი IV მ/რ #6-ს და ბარათაშვილის ძეგლს (მოპირდაპირედ).