რუსეთის ცესკო - დათვლილია ბიულეტენების 98.02% - ვლადიმერ პუტინი 87.34%-ით ლიდერობს

რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87.34%-ით მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ლიდერობს, დათვლილია ბიულეტენების 98.02%, - ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა.

რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით : ნიკოლაი ხარიტონოვმა ხმების 4.30% მიიღო, ვლადისლავ დავანკოვმა - ხმების 3.80%, ლეონიდ სლუცკიმ - 3.17%. შეგახსენებთ, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 3 დღის განმავლობაში, 15-17 მარტს მიმდინარეობდა.