"ბიბისი" : მოლდოვური ღვინო შესაძლოა, რუსულ ბაზარს დაუბრუნდეს

მოლდოვური ღვინო შესაძლოა, რუსულ ბაზარს დაუბრუნდეს. ამის შესახებ "ბიბისი" რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის სამსახურზე დაყრდნობით იტყობინება.

"როსპოტრებნადზორში" არ გამორიცხავენ, რომ მოლდოვიდან ღვინის იმპორტი რუსეთში ნაწილობრივ აღდგეს. უწყებამ ორ მოლდოვურ ღვინის მწარმოებელს ნება დართო, წარადგინოს პროდუქციის ნიმუშები, რომელსაც რუსი ექსპერტები შეაფასებენ, რის შემდეგაც კომპანიაში არ გამორიცხავენ, რომ ისინი რუსულ ბაზარზე დაბრუნდნენ. რუსეთმა მოლდოვური ღვინის, ხილის, ბოსტნეულისა და ხორცის იმპორტი გასული წლის ივლისში აკრძალა, რასაც წინ უძღოდა მოლდოვის მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმება. მოგვიანებით რუსეთმა გაგაუზიასა და დნესტრისპირეთში წარმოებულ ღვინის იმპორტზე გააუქმა აკრძალვა.

"როსპოტრებნადზორის" ინფორმაციით, რუსეთში იანვრიდან მაისის ჩათვლით 4,8 მილიონი ლიტრი ღვინის იმპორტი სწორედ მოლდოვის ავტონომიური რეგიონ გაგაუზიიდან და დნესტრისპირეთიდან განხორციელდა.