IMF-ის მისიამ საქართველოს ეკონომიკის შეფასება დაასრულა - როგორია სავალუტო ფონდის პროგნოზები და რეკომენდაციები

6-18 მარტს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიამ, ბატონი მეთიუ გერთნერის მეთაურობით, საქართველოსთან "მეოთხე მუხლით" გათვალისწინებული კონსულტაციები წარმართა. ვიზიტის დასასრულს გამოქვეყნებული ეს განაცხადი მისიის ძირითად დასკვნებს და რეკომენდაციებს აჯამებს.

„საქართველოს ეკონომიკამ მედგრად გაუძლო მრავალ შოკს, კოვიდ 19 ის პანდემიიდან დაწყებული. გაზრდილმა ტურიზმმა, სატრანზიტო ვაჭრობამ, უკრაინაში რუსეთის ომით გამოწვეულმა მოვლენებმა და ხელისუფლების დროულმა რეაგირებამ საქართველოს ეკონომიკაზე პოზიტური გავლენა იქონია. სამომავლოთ, გლობალური გარემოსგაურკვევლობა, სავარაუდოდ, შენარჩუნება მიმდინარე კონფლიქტებისა და გეოეკონომიკური ცვლილებების გამო. საქართველომ შოკებისადმი მედეგობა კვლავ უნდა გააძლიეროს გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნებით და ზრდისპოტენციალის გაძლიერებით, გრძელვადიანი სტრუქტურული გამოწვევების გადაჭრითადა ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების გამოყენებით.

პრიორიტეტად რჩებასახელმწიფო საწარმოთა რეფორმა, რაც მათგან მომდინარე ფისკალურ რისკებს შეზღუდავსდა გაზრდის სახელმწიფო საწარმოთა ეფექტურობას; ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის გაძლიერება; განათლების, ინფრასტრუქტურისა და მმართველობი სგაუმჯობესება პროდუქტიულობის ამაღლებისა და ფესვგადგმული მაღალი უმუშევრობისა და ეკონომიკური უთანასწორობის აღმოსაფხვრელად“.

ბოლოდროინდელი ვითარება, პერსპექტივა და რისკები

უკრაინაში ომით გამოწვეული ფინანსური ნაკადები მცირდება, მაგრამ კვლავ აღემატებაომის წინა პერიოდის მაჩვენებლებს. ისინი მაღალი ეკონომიკური მაჩვენებლების შენარჩუნებას უწყობენ ხელს. 2023 წელს ეკონომიკის ზრდის 7.5 პროცენტიანი ტემპი, ქვეყნის ზრდის ტრენდის მაჩვენებელს აღემატებოდა. ზრდას ხელს უწყობდა ტურიზმი, ვაჭრობა, მშენებლობა, და ფინანსური მომსახურება, ასევე მაღალი ინვესტიციები. 2024 წელს მოსალოდნელია ზრდის ტემპის კლება წლიურ 5.7 პროცენტამდე. მოხმარება, რასაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ხელფასების ზრდა რეალურ გამოსახულებაში, ასევე, დასაქმების ზრდა, ეკონომიკის ზრდის მამოძრავებელი იქნება. საშუალოვადიან პერიოდში, ველით, რომ ეკონომიკის ზრდის ტემპი, თვის პოტენციურ მაჩვენებელს, წლიურ 5 პროცენტს დაუახლოვდება.

2023 წელს ინფლაციამ მკვეთრად იკლო. გასული წელი 0.4 პროცენტი წლიური ინფლაციის მაჩვენებლით დასრულდა. ამ გარემოებას ხელი შეუწყო ადგილობრივი ვალუტის, ლარის სიძლიერემ, დაბალმა სამომხმარებლო ფასებმა და მკაცრმა მონეტარულმა პოლიტიკამ. საპასუხოდ, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 275 საბაზისო პუნქტით დასწია 2023 წლის მაისიდან მოყოლებული და ამა წლის მარტში, 8.25 პროცენტის დონეზე განსაზღვრა. 2024 წლის ბოლოსთვის ინფლაცია 4 პროცენტს მიაღწევს: წინა წელსდაფიქსირებულ პოზიტიურ საგარეო შოკებს ინფლაციაზე გავლენა აღარ ექნება დამონეტარული პოლიტიკაც ნაკლებად მკაცრი იქნება. საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციათავის საპროგნოზო მაჩვენებელს დაუბრუნდება.

წინასწარი გათვლებით, 2023 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ისტორიულად დაბალ მაჩვენებელზე: მშპ-ს 4.5 პროცენტზე, დაფიქსირდა. რუსეთიდან ელექტრონული ტრანსფერების კლება დააბალანსდა საქონლით ვაჭრობის დეფიციტის შემცირებით რაც თავის მხრივ, იმპორტზე ფასების კლებამ განაპირობა. 2023 წელს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 5 მილიარდი დოლარის დონეზე იყო, რაც ქვეყნის 3 თვის იმპორტის ოდენობასმცირედით აღემატება. 2024 წელს, საგადამხდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშისდეფიციტის მშპ-ს 6 პროცენტამდე გაფართოებას ველით, რადგან ელექტრონული შემოდინებების და იმპორტის ზრდის ტემპის კლებას ვხედავთ. საშუალოვადიან პერიოდში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ს 5.5 პროცენტის დონემდე უნდა შენარჩუნდეს.მომსახურების ვაჭრობის ბალანსის შემდგომ გაუმჯობესებას ველით.

2023 წელს ბიუჯეტის დეფიციტი (ბიუჯეტი მიერ გასესხებული თანხების ჩათვლით) მშპ-ს 2.4 პროცენტი იყო, თუმცა, 2.8 პროცენტის დონეზე იყო დაგეგმილი. ეს გადაჭარბება მაღალი შემოსავლებით იყო გამოწვეული. 2024 წლის ბიუჯეტი მშპ-ს 2.5 პროცენტი იქნება, და ეს მაჩვენებელი უკვე მოიცავს იმ გაზრდლ შემოსავლებს, რასაც ბანკებისთვის მოგების გადასახადის ზრდა და ახალი სათამაშო ბიზნესის გადასახადის შემოღებით იღებს ბიუჯეტი. შემოსავლები დაიხარჯება გაზრდილ ხელფასებზე, სოციალურ დახმარებებზე და კაპიტალურ ხარჯებზე, სახელმწიფოს ვალი მშპ-ს 40 პროცენტზე ნაკლები იქნება როგორც 2024 წელს ასევე საშუალოვადიან პერიოდში.

ეკონომიკის პერსპექტივის მიმართ, მეტწილად, დაღმავალ რისკებს ვხედავთ, თუმცა გარემო მნიშვნელოვანი გაურკვევლობით ხასიათდება როგორც ომთან დაკავშირებული მიგრანტების რაოდენობის, ასევე ფინანსური ნაკადების და გეო-ეკონომიკური ურთიერთობის ცვლილებების საკითხებზე. სავარაუდოდ, მრავალმა მიგრანტმა საქართველოში დაიდო ბინა, მიგრაციის, სავალუტო ნაკადების, ტურიზმის ტენდენციის ცვლილება ან სანქციების გაძლიერება, გეო ეკონომიკური ფრაგმენტაციის ზრდა,მნიშვნელოვან რისკად რჩება საქართველოს ეკონომიკისთვის. დროის დაკარგვა, რეფორმების გეგმიდან ჩამორჩენა, ასევე დაღმავალი რისკია ეკონომიკისთვის. პოზიტიურ რისკებს შორის არის: სატრანზიტო ვაჭრობის და ინვესტიციების ზრდა, ახალი სავაჭრო შესაძლებლობები, რომელსაც ეს ახალი სავაჭრო კორიდორები აჩენს. ასევე, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რაც ინვესტორებისთვის პოზიტიურ სიგნალს წარმოადგენს.

პოლიტიკის პრიორიტეტი

მაკროეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს ძლიერი, მდგრადიდა ინკლუზიური ზრდის და მდგრადობის უზრუნველყოფაზე, გაურკვეველი გარემოს ფონზე; ასევე, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადამწყვეტი პროგრესის მისაღწევად.

ფისკალური პოლიტიკა

საშუალოვადიან პერიოდში მიზანშეწონილია ფისკალური კონსოლიდაციის გაგრძელება, რაც არსებული ფისკალური წესის პირობებში საკმარისი მარაგების (ბუფერების) დაგროვების და პროდუქტიული ხარჯვის გაზრდის შესაძლებლობას შექმნის. ფისკალური დეფიციტის მშპ-ს 2-2.5 პროცენტის დონეზე შენარჩუნება, საჯარო ვალის მშპ-ს 40 პროცენტზე დასტაბილურებას გახდის შესაძლებელს. თავის მხრივ, დეფიციტის მაჩვენებელი ფისკალური წესით დაშვებულზე დაბალი იქნება და რჩება ბუფერი, რაც უარყოფითი შოკების მატერიალიზირების შემთხვევაში გამოსადეგი აღმოჩნდება. საშუალოვადიანი შემოსავლების სტრატეგია ბიუჯეტის დეფიციტის კორექტირების ზემოაღნიშნულ გზას უნდა შეესაბამებოდეს. ამავე მიზანს ემსახურება შემოსავლების ადმინისტრირების შემდგომი გაუმჯობესება და საგადასახადო შეღავათების გადახედვა, ხარჯვითი პროექტების პრიორიტიზაცია და ხარჯვის ეფექტურობის ამაღლება.

სახელმწიფო საწარმოთა რეფორმისა და განახლებადი ენერგიის განვითარების 2022 წლის ბოლოს მიღებული სტრატეგიების განუხრელი განხორციელება, ამ საწარმოთა პროდუქტიულობის ზრდისთვის, ფისკალური რისკების შესაზღუდად და სახელმწიფო საწარმოთა მფლობელობის სახელმწიფო პოლიტიკის ევროკავშირის პრინციპებთან დასაახლოვებლად არის საჭირო.

  • სსფ-სთან შეთანხმებული და 2022 წელს მიღებული რეფორმის სტრატეგიის შესაბამისად, სახელმწიფო საწარმოთა შესახებ კანონმა უნდა უზრუნველყოს ფინანსთა სამინისტროსთვის ყველა იმ სათანადო უფლებამოსილების მინიჭება, რაც, მას ფისკალური რისკების მონიტორინგის და აცილების, ძლიერი ზედამხედველის როლის შესასრულებლად სჭირდება. მკაცრად უნდა გაიმიჯნოს სახელმწიფოს აქციონერის, მარეგულირებლის და პოლიტიკის წარმართვის ფუნქციები, ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით. საჭიროა გაძლიერდეს ძალისხმევა ეკონომიკაში სახელმწიფოს როლის შესამცირებლად.
  • ელექტროენერგიის ბაზარი, რომლის გახსნაც რამდენჯერმე გადაიდო, უნდა გაიხსნას. ენერგეტიკის მხარდამჭერი სქემის დამატებებითი მოცულობა სიმძლავრზე განახლებული მოთხოვნისა და მიწოდების პროგნოზების საფუძველზე უნდა განისაღვროს. ამასთან, ახალი სიმძლავრეების საჭიროება უნდა შემცირდეს იმ ძველი პროექტების მოცულობით,რომელთა განხორციელება არსებული კონტრაქტების მიხედვით უკვე მიმდინარეობს. ფისკალური რისკების შეზღუდვის მიზნით, ძველი პროექტები, რომელთაგან ხორციელება წინ არ მიდის, უნდა შეწყდეს, ხოლო სქემის ხარჯებმა არ უნდა შექმნან დამატებითი ფისკალური რისკი.

მონეტარული და გაცვლითი კურსის პოლიტიკა

ინფლაციის სებ-ის ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელთან დაახლოება მოითხოვს ეტაპობრივდა ფრთხილ მიდგომას პოლიტიკის განაკვეთების შემდგომი შემცირების მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ საერთო ინფლაცია დაბალია, ის 2024 წლის განმავლობაში მიაღწევს სებ-ის 3 პროცენტიან მიზანს. განაკვეთების შემდგომი შემცირება უნდა იყოს მონაცემების საფუძველზე და გადაწყვეტილების მიღების პროცესი მკაფიოდ უნდა იყოს ახსნილი დაინტერესებული აუდიტორიისთვის, რათა შეძლოს მონეტარული შემსუბუქების ტემპთან დაკავშირებული მოლოდინების მართვა.

გაცვლითი კურსის მოქნილობის შენარჩუნება და რეზერვების დაგროვება უარყოფითი გარე შოკებისგან თავის დასაცავად არის საჭირო. გარე შემოდინების კლების და სარეზერვო დაფარვის სასურველზე დაბალი მაჩვენებელზე შენარჩუნების პირობებში, რეზერვების შემდგომი, საშუალების მიხედვით, დაგროვებაა საჭირო, შემდგომი ბუფერების შესაქმნელად. სებ-ი სავალუტო ბაზარზე მხოლოდ ბაზრის ზედმეტი რყევების თავის ასაცილებლად უნდა ჩაერიოს.

ეროვნული ბანკის მმართველობისა და დამოუკიდებლობის გაძლიერება აუცილებელია მონეტარული პოლიტიკის სანდოობისთვის. ამასთან დაკავშირებით, სებ-ის კანონში უნდა შეტანილი იქნეს შემდგეი ცვლილებები: 1) უზრუნველყოფილი იყოს ეროვნული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში არააღმასრულებელი წევრების უმრავლესობა, 2) დაზუსტდეს და განმტკიცდეს ადგილმონაცვლეობითი წესი; ასევე საბჭოს წევრების კვალიფიკაციის კრიტერიუმები, და 3) მართვის არსებული საპრეზიდენტო მოდელი შეიცვალოს კოლეგიალურ გადაწყვეტილებებზე დაფუძნებული მართვის მოდელით.

ფინანსური სექტორის მდგრადობა

საბანკო სისტემა კარგად კაპიტალიზებული, მომგებიანი და ლიკვიდურია, თუმცა კვლავაც კონცენტრირებული და დოლარიზებულია. მაღალი გაურკვევლობა სავალუტო შემოდინებისა და გლობალური ფინანსური პირობების ირგვლივ, სესხის ზარალის ადეკვატური რეზერვებისა და კაპიტალის ბუფერების შენარჩუნებას მოითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკი მაკროპრუდენციალურ ზომებს იყენებს კონცენტრაციისა და დოლარიზაციის რისკების შესარბილებლად, ამ სტრუქტურული საკითხების გრძელვადიანი მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ საბანკო სისტემაში კონკურენციის გაუმჯობესებით და მაკროეკონომიკური პოლიტიკის ჩარჩოების გაძლიერებით, რაც ხელს შეუწყობს სტაბილურ ზრდას და სტაბილურ ინფლაციას.

მუდმივი სიფხიზლეა საჭირო ფინანსური სექტორის რისკების მიმართ, მათ შორისკ აპიტალის შემოდინების, ვირტუალური აქტივებისა და სანქციების მიმართ. ვირტუალური აქტივების სერვისის პროვაიდერებისა და ციფრული ბანკების სათანადო ლიცენზირება, რეგულირება და ზედამხედველობა მოითხოვს ძლიერ AML/CFTკონტროლს ფინანსური პასუხისმგებლიანობის, რეპუტაციის და ქცევითი რისკებისგან დასაცავად, ტრანსსასაზღვრო სავალუტო და კრიპტო ტრანზაქციების დიდი მოცულობის გათვალისწინებით.

სტრუქტურული რეფორმები

უფრო ძლიერი, მეტად ინკლუზიური და სამუშაო ადგილებით მდიდარი ზრდა განათლების, პროდუქტიულობის, ინფრასტრუქტურისა და მმართველობის გაზრდას მოითხოვს. სწავლებისა და ტრენინგის ხარისხის ამაღლება და სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის ზრდა, მათ შორის მიწის რეგისტრაციის და მართვის გაუმჯობესებით, შეიძლება დაეხმაროს ფესვგადგმული მაღალი უმუშევრობის და სოფლის სამუშაო ძალის დაბალი მონაწილეობის პრობლემის აღმოფხვრას. ტრანსპორტში, ლოჯისტიკას და ენერგეტიკაში ინვესტიციების პრიორიტეტიზაცია სავაჭრო ხარჯების შემცირებას, ვაჭრობის დივერსიფიკაცას და რეგიონული კავშირის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო რეგიონში და ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებ სშორის კანონის უზენაესობისა და კორუფციის არარსებობის კუთხით ლიდერია, ბოლო წლებში მმართველობის მაჩვენებლები გაუარესდა. მმართველობის სტანდარტების და კონკურენტუნარიანობის გასაუმჯობესებლად, საქართველომ უნდა გააძლიეროს სასამართლო სისტემა და გააძლიეროს ანტიკორუფციული სამსახური.

სსფ-ს მისიის წევრები მადლობას უხდის ქვეყნის ხელისუფლებას და კერძო და საჯარო სექტორის მრავალ წარმომადგენელს სტუმართმოყვარეობის და გულახდილი განხილვებისთვის - აღნიშნულია სსფ-ის ანგარიშში.